რაფიელ ერისთავის ქ. 16
(+99532) 2377307
ბიზნეს კონსულტაცია >>> სტრატეგიული დაგეგმვა
14
მარ

ბიზნეს კონსულტაცია >>> სტრატეგიული დაგეგმვა

PMO-მ წარმატებით განახორციელა სტრატეგიული დაგეგმვასა და შესრულებაზე დაფუძნებული მენეჯმენტის პროექტი საქართველოს შემოსავლების სამსახურისთვის


საკონსულტაციო პროექტი დაფინანსებული  იყო GIZ-ის მიერ საქართველოს მთავრობასთან ტექნიკური თანამშრომლობის ჭრილში, საჯარო სექტორისთვის ფინანსური მენეჯმენტის (PFM)  მიმართულებით.

პროექტის მიზანი იყო საქართველოს შემოსავლების სამსახურისთვის დახმარების გაწევა ორგანიზაციული პრაქტიკის გაუმჯობესებაში.  იგი მოიცავდა  ყოველწლიური სამოქმედო გეგმის შემუშავებას სტრატეგიული მიზნების მიხედვით, ასევე თანამშრომლების ცოდნისა და უნარების გაღრმავებას სტრატეგიული დაგეგმვის მიმართულებით და მათთვის დახმარების გაწევას 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმის შემუშავებაში.

პროექტი შედგებოდა შემდეგი ძირითადი ეტაპებისგან:

  • ორგანიზაციის სტრატეგიის ჩამოყალიბებაზე ტრენინგის ჩატარება
  • თანამშრომლების დახმარება 2019-2020 წლის სამოქმედო გეგმის შედგენაში
  • პროექტების მართვისა და შედეგზე დაფუძნებული მართვის თემატიკაზე ტრენინგის ჩატარება
  • მომავალი წლების სამოქმედო გეგმის შემუშავებაში დამხმარე  შიდა მოხმარების ინსტრუქციების შექმნა