რაფიელ ერისთავის ქ. 16
(+99532) 2377307
PMO უახლესი ინსაითი >>> ევროპულ დირექტივათა ინტეგრირება ქართულ ელექტრონული მოწყობილობების ბაზარზე
19
Jun

PMO უახლესი ინსაითი >>> ევროპულ დირექტივათა ინტეგრირება ქართულ ელექტრონული მოწყობილობების ბაზარზე

ევროპულ დირექტივათა ინტეგრირება ქართულ ელექტრონული მოწყობილობების ბაზარზე 


საქართველოს მთავრობის საკადრო პოლიტიკის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი ქართული მარეგულირებელი სისტემის ევროპულ ანალოგთან მაქსიმალურად დაახლოებაა, რაც ქართული ბაზრის ევროპული დირექტივებით დარეგულირებას გულისხმობს. ევროპულ დირექტივათა შემოღების საბოლოო მიზანი ქართულ ბაზარზე თანამედროვე სტანდარტების შეუსაბამო საქონლის საერთო წილის შემცირება და მომხმარებელთა უსაფრთხოებაზე ზრუნვაა. აღნიშნული პროექტი არის 2014 წელს ევროკავშირსა და საქართველოს შორის გაფორმებული DCFTA (Deep and Comprehensive Free Trade Area) ხელშეკრულების ნაწილი, რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივი წარმოების სტანდარტების ამაღლებას, მწარმოებელთათვის ბაზრების გაღებასა და სავაჭრო ბარიერთა შემცირებას.

საქართველოს ელექტრო მოწყობილობების ბაზრის ანალიზმა გამოკვეთა რამოდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი:

  • საქართველო არ არის მზად ადგილობრივ ბაზარზე ევროპული დირექტივების სახეუცვლელად ინტეგრაციისთვის;
  • აუცილებელია ინფრასტრუქტურის  განახლება და საინფორმაციო კამპანიის წარმოება;
  • ევროპულ დირექტივათა შემოღების უმეტესი ტვირთი გადანაწილდება არა იმპორტიერებზე, არამედ მწარმოებლებზე;
  • ქართველი მომხმარებელი მზად არის უსაფრთხოებისთვის გაწიოს დამატებითი ხარჯები.


რეპორტი დეტალურად >>> https://bit.ly/2L0kGXJ