რაფიელ ერისთავის ქ. 16
(+99532) 2377307
PMO უახლესი ინსაითი >>> ინდუსტრიების განვითარება საქართველოში COVID-19 კრიზისამდე
14
აპრ

PMO უახლესი ინსაითი >>> ინდუსტრიების განვითარება საქართველოში COVID-19 კრიზისამდე

ინდუსტრიების განვითარება საქართველოში COVID-19 კრიზისამდე

ეკონომიკურ საქმიანობას, სხვადასხვა სექტორში, შეუძლია განსაზღვროს ქვეყნის განვითარების მიმართულება. ინდუსტრიები, საქართველოში ტრანსფორმაციას და განვითარებას როგორც საერთაშორისო, ისე შიდა ბაზრის შესაბამისად განიცდიან. განვითარებად ეკონომიკებში ინდუსტრიული ზრდა აისახება: უმაღლესი პროდუქტიულობის მიღწევაში, ახალი ტექნოლოგიების განვითარებაში, ინტელექტუალური წარმოების პროცესების დანერგვაში და სამრეწველო წარმოების ეფექტების შემცირებაში გარემოზე და კლიმატზე.
საერთაშორისო ასპარეზზე, ეკონომიკური ინდუსტრიების უკეთ გაანალიზებისა და შედარების მიზნით ინდექსების შედარება ფართოდ გავრცელებული მეთოდია. კონკურენტული ინდუსტრიული განვითარების (The Competitive Industrial Performance - CIP) ინდექსი წარმოადგენს რამდენიმე კომპონენტისგან შემდგარ საზომს, სხვადასხვა ქვეყნის ეკონომიკაში ინდუსტრიული კონკურენტუნარიანობის დასადგენად, რაც წარმოადგენს მნიშვნელოვან ინფორმაციას ქვეყნის ძლიერი და სუსტი მხარეების შესახებ ეროვნულ / ადგილობრივ წარმოებაში. საერთაშორისო განვითარების სააგენტოები CIP ინდექსს ფართოდ გამოიყენებენ ქვეყნის განვითარების პრიორიტეტების დასადგენად. წარმოების გლობალური რეიტინგი ემყარება რვა ინდიკატორის ანალიზს, რომლებიც ასახავს სამ განზომილებას:

  • სამრეწველო პროდუქციის წარმოების და ექსპორტის მასშტაბი;
  • ტექნოლოგიური განვითარების და განახლების მოცულობა;
  • გავლენა მსოფლიო ბაზარზე.

რეპორტი დეტალურად >>> https://bit.ly/3a6qVCu