ილია ჭავჭავაძის გამზირი 33ე
(+995) 511163307
ეკა კევლიშვილი

ეკა კევლიშვილი

ბიზნესის განვითარების და ოპერაციების დირექტორი/უფროსი კონსულტანტი

ეკა PMO ბიზნეს კონსალტინგის ბიზნესის განვითარების და ოპერაციების დირექტორია. კომპანიის მენეჯმენტთან ერთად ის მოიძიებს ორგანიზაციის გაფართოებასა და ზრდაზე ორიენტირებულ სერვისებსა და ბიზნესის შესაძლებლობებს. PMO ბიზნეს კონსალტინგის ყოველდღიური საქმიანობის ჭრილში, ეკა პასუხისმგებელია, ოპერაციების, მარკეტინგის, ბრენდინგისა და კომუნიკაციის ღონისძიებების შემუშავებაზე.


ეკას ადგილობრივ და საერთაშორისო კომპანიებში მარკეტინგის განხრით 16 წლიანი მუშაობის გამოცდილება აქვს. მისი გამოცდილება მარკეტინგში მრავალფეროვანია და მოიცავს რეკლამირებას, კომუნიკაციას, კამპანიების დაგეგმვასა და განხორციელებას, ბეჭდვითი და ციფრული კომუნიკაციის წარმოებას/მართვას.


ეკას მოპოვებული აქვს დოქტორის ხარისხი სერვის მარკეტინგში. ის არის ასოცირებული პროფესორი გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში, სადაც კითხულობს ლექციებს სერვის მარკეტინგსა და რეკლამირებაში.


ელ.ფოსტა: e.kevlishvili@pmo-bc.com