ილია ჭავჭავაძის გამზირი 33ე
(+995) 511163307
გივიკო ბიბილეიშვილი

გივიკო ბიბილეიშვილი

ბიზნეს ანალიტიკოსი

გივიკო PMO ბიზნეს კონსალტინგის გუნდს 2021 წელს შემოუერთდა. ის PMO-ში ანალიტიკოსის პოზიციას იკავებს და დღემდე კერძო და საჯარო სექტორის კვლევით პროექტებსა და ანალიტიკურ საქმიანობაში აქტიურად არის ჩართული. გივიკო მონაწილეობას იღებს სამაგიდე კვლევებში; თვისებრივი კვლევის ინსტრუმენტებით მონაცემების შეგროვების ორგანიზება/ჩატარებაში, შედეგების დამუშავებასა და მთავარი მიგნებების იდენტიფიცირებაში.


გივიკო საკონსულტაციო საქმიანობამდე, მონაწილეობას იღებდა სხვადასხვა საერთაშორისო თუ ადგილობრივ პროექტში, როგორც მოხალისე. 2019 წელს გაეროს მდგრადი განვითარების მეოთხე მიზნის (ხარისხიანი განათლება) გასაუმჯობესებლად იმყოფებოდა ჩეხეთის რესპუბლიკაში, სადაც ადგილობრივ თანატოლებში ქართული კულტურისა და ენის შესახებ ინფორმაციის გავრცელებას უწყობდა ხელს.


გივიკო ფლობს საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) ბაკალავრის ხარისხს სოციალურ მეცნიერებებში (საჯარო მმართველობის სპეციალობით). 2020 წელს გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, განათლება მიიღო მენეჯმენტის მიმართულებით IÉSEG (Institut d'Économie Scientifique Et de Gestion) საფრანგეთში, ქალაქ ლილში.


ელექტრონული ფოსტა: g.bibileishvili@pmo-bc.com