ილია ჭავჭავაძის გამზირი 33ე
(+995) 511163307
ლევან გოგოლაძე

ლევან გოგოლაძე

პარტნიორი

ლევანი PMO ბიზნეს კონსალტინგის პარტნიორია. ის კომპანიას 2012  წელს შეუერთდა და მას შემდეგ ხელმძღვანელობს სხვადასხვა მიმართულების საკონსულტაციო პროექტებს როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორის ორგანიზაციებისთვის.


ბიზნეს საკონსულტაციო საქმიანობამდე  ლევანი 12 წლის განმავლობაში მუშაობდა მენეჯერულ პოზიციებზე კომერციულ ბანკებში. მისი პრაქტიკის ძირითადი მიმართულებები იყო   დაკრედიტება, რისკის მართვა, ტრენინგების დაგეგმვა და ჩატარება. ლევანი არის მომხმარებელთა დაცვისა და ფინანსური განათლების სახელმძღვანელოს ავტორი.


ლევანს მიღებული აქვს ინდუსტრიული და სამოქალაქო ინჟინერიის ბაკალავრის სტატუსი  საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში და ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი კავკასიის ბიზნეს სკოლაში. მაგისტრის ხარისხის მოპოვების შემდგომ ლევანმა მიიღო სასწავლო გრანტი და გაიარა ფინანსების გაძლიერებული კურსი ჯეი მაკრობინსონის ბიზნეს სკოლაში (ატლანტა). გარდა მაგისტრის ხარისხისა, ლევანი ფლობს  პროფესიონალთა გლობალური ასოციაციის (GARP) საერთაშორისო სერთიფიკატსაც რისკის მართვაში. ასევე, ის არის ფინანსური განათლებისა და უნარ-ჩვევების კოალიციის თავმჯდომარის მოადგილე.


ელ.ფოსტა: levani@pmo-bc.com