ილია ჭავჭავაძის გამზირი 33ე
(+995) 511163307
მარიამ ჩაჩუა

მარიამ ჩაჩუა

ასოცირებული პარტნიორი

მარიამი PMO ბიზნესკონსალტინგში კონსულტანტის პოზიციაზე 2018 წლიდან  მუშაობს, მისი ძირითადი მიმართულება საბაზრო კვლევებისა და ანალიზის პროექტების მართვაა. მარიამმა წარმატებით განახორციელა საქართველოს წიაღისეული რესურსების სექტორში ბიზნესების განწყობის კვლევა, რომლის შედეგებიც გამოყენებული იქნება სამთავრობო წარმომადგენლების მიერ, იმისთვის, რომ გაუმჯობესდეს წიაღისეულის სექტორის რეგულირების ჩარჩო-პირობები.


მარიამის გამოცდილების სფერო მოიცავს წიაღისეულის, სოფლის მეურნეობის, ენერგეტიკის, განათლებისა და ჯანდაცვის სექტორებს, ასევე საერთაშორისო ვაჭრობის მიმართულებას.  PMO ბიზნესკონსალტინგის გუნდში მოსვლამდე მარიამმა დააგროვა 7 წლიანი გამოცდილება საბაზრო კვლევებისა და ანალიზის მიმართულებით, როგორც საჯარო, ასევე არაკომერციული ორგანიზაციებისთვის. მისი გამორჩეული კომპეტენცია უკავშირდება ეკონომიკური პოლიტიკის ანალიზსა და საჯარო პოლიტიკის დაგეგმვას. თავისი კარიერის მანძილზე დაამუშავა და გამოაქვეყნა მრავალი კვლევითი ანგარიში და ანალიტიკური სტატია.


მარიამი გახლავთ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის ISET-ის კურსდამთავრებული და ფლობს ეკონომიკის მაგისტრის ხარისხს. ამჟამად ის  მიწვეული ლექტორია კავკასიის უნივერსიტეტში და კითხულობს ლექციებს ეკონომიკის განხრით.


ელ.ფოსტა: m.chachua@pmo-bc.com