ილია ჭავჭავაძის გამზირი 33ე
(+995) 511163307
მარიამ ნოზაძე

მარიამ ნოზაძე

ბიზნეს ანალიტიკოსი

მარიამი PMO ბიზნეს კონსალტინგში ბიზნეს ანალიტიკოსის პოზიციაზეა. იგი ჩართულია ისეთ პროექტებში, რომლებიც დაკავშირებულია კვლევასა და  ბიზნეს ანალიტიკასთან. მას აქვს როგორც თვისებრივი ისე რაოდენობრივი კვლევების ჩატარების გამოცდილება.


მარიამის კომპეტენცია ითვალისწინებს კვლევის ყველა ეტაპის დაგეგმვასა და განხორციელებას, ასევე, მის ანალიზს.  მას აქვს როგორც აკადემიური, ისე გამოყენებით კვლევების განხორციელების გამოცდილება, რომელიც ითვალისწინებს ბაზრის კვლევასა და ანალიზს და, ასევე, მარკეტინგულ და სოციალურ კვლევებს. მარიამის გამოცდილება ამ მიმართულებით მოიცავს, როგორც კერძო ისე  საჯარო სექტორთან თანამშრომლობას.


მარიამი ფლობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციოლოგიის ბაკალავრის ხარისხს და სწავლობს იმავე უნივერსიტეტის სოციოლოგიის სამაგისტრო პროგრამაზე. მარიამი Erasmus + პროგრამის ფარგლებში 2 სემესტრი სწავლობდა  იტალიისა და საფრანგეთის უნივერსიტეტებში კვლევების მიმართულებით.


 ელექტრონული ფოსტა: m.nozadze@pmo-bc.com