რაფიელ ერისთავის ქ. 16
(+99532) 2377307
რამინ კოჩალიძე

რამინ კოჩალიძე

ბიზნეს კონსულტანტი

რამინი PMO ბიზნესკონსალტინგს 2018 წელს შემოუერთდა  ბიზნესანალიტიკოსის პოზიციაზე. ამ პერიოდის განმავლობაში ის მონაწილეობდა სხვადასხვა დამკვეთებისთვის შესრულებულ მრავალი მიმართულების მქონე ფართომასშტაბიან საკონსულტაციო პროექტში, მათ შორის კომპანიის სტრუქტურის ცვლილების, ბიზნესპროცესების ოპტიმიზაციის, მიზანშეწონილობის კვლევის, ბიზნესგეგმების განვითარებისა და ფინანსური მენეჯმენტის გაუმჯობესების მიმართულებით. რამინის გამოცდილება აერთიანებს საცალო და საბითუმო ვაჭრობის, საბანკო, წარმოების, გარემოსდაცვით და ენერგეტიკის სექტორებს.


PMO ბიზნესკონსალტინგის გუნდში შემოსვლამდე, რამინი რამდენიმე წლის განმავლობაში მუშაობდა არასამთავრობო და საბანკო სექტორში.  მას მიღებული აქვს ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრის ხარისხი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში (თსუ) და ამჟამად ფინანსების მაგისტრის ხარისხის კანდიდატია საქართველოს ბანკის უნივერსიტეტში. მისი ცოდნა და გამოცდილება ასევე გაღრმავებულია სხვადასხვა პროფესიული ტრენინგით ორგანიზაციულ ქცევის წესების, ადამიანური რესურსების მართვის, მეწარმეობისა და ლიდერული  უნარ-ჩვევების განვითარების კუთხით. მას ასევე გავლილი აქვს ექსელის გაძლიერებული  კურსი.