33e, Ilia Chavchavadze Avenue, Tbilisi/Georgia
(+995) 511163307
PMO Latest Insight >>> Industries After Covid-19
29
Apr

PMO Latest Insight >>> Industries After Covid-19

ინდუსტრიები საქართველოში COVID-19 კრიზისის შემდგომ პერიოდში 

მედიცინა ბოლო დეკადის განმავლობაში საგრძნობლად განვითარდა, ისე როგორც დანარჩენი მსოფლიო, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ კორონავირუსის პანდემიას მსოფლიო მაინც მოუმზადებელი შეხვდა. შექმნილმა სიტუაციამ დიდი დარტყმა მიაყენა ეკონომიკას და გარკვეული სექტორების სრულიად გაჩერება გამოიწვია, რაც განსაკუთრებით განვითარებადი ქვეყნებისთვის გახდა საფრთხის შემცველი. ქვეყნები აქტიურად ცდილობენ განსაზღვრონ სწორი ნაბიჯები და ივარაუდონ რა გავლენას მოახდენს შექმნილი სიტუაცია მსოფლიო გეოპოლიტიკაზე, ეკონომიკაზე, გარემოს დაცვასა თუ სოციალურ ურთიერთობებზე. სტრუქტურა, რომელიც ეკონომიკის მიმართულებით ეფექტიან ანტიკრიზისულ ქმედებას ახორციელებს, ევროპის ცენტრალური ბანკია, რაც ამ ეტაპზე საკმარისი არ აღმოჩნდა. შეიძლება ვივარაუდოთ , რომ შექმნილი სიტუაცია შეანელებს გლობალიზაციის ტემპს და სხვა თანმხლებ პროცესებს, მაგალითად შემცირდება თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებებზე მოლაპარაკებების ტემპები.
კრიზისმა აჩვენა თუ რაოდენ მარტივად შეიძლება მოხდეს ღირებულების ჯაჭვის (value chain) და მიწოდების ჯაჭვის (supply chain) რღვევა, განსაკუთრებით ჩინეთის შემთხვევაში. ბევრი წამყვანი კომპანიის პროდუქტი ჩინეთში იწარმოებოდა და ის ამარაგებდა მთელ მსოფლიოს, რაც პანდემიის მომდევნო პერიოდში შესაძლოა შეიცვალოს და ქვეყნებმა შესაძლოა საწარმოები საკუთარ ან სხვა მათთვის ფინანსურად და ტერიტორიულად ოპტიმალურ ქვეყნებში გადაიტანონ.
 

რეპორტი დეტალურად >>> https://bit.ly/2YbpUXo