16 Rapiel Eristavi st.
(+995) 511163307

Career

PMO Business Consulting აცხადებს ვაკანსიას ბიზნეს კონსულტანტის პოზიციაზე. 


საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 

უმაღლესი განათლება ეკონიმიკური, ფინანსური ან სხვა მომიჯნავე მიმართულებით 

არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება საკონსულტაციო ან კვლევითი მიმართულებით 

არანაკლებ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება 

ანგარიშის მომზადების და წერის კარგი უნარ-ჩვევები როგორც ქართულად ისე ინგლისურად 

კვლევითი და ანალიტიკური სტატიების მომზადების გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად 

კლიენტებთან მოლაპარაკებების წარმოების უნარი 

ორგანიზაციული განვითარების მიმართულებით გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად (სტრატეგიის შემუშავება, ბიზნეს პროცესები, სტრუქტურა და ადამიანური რესურსების მიმართულებით პროექტები) 

კომპიუტერული საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა; 

ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა,  სასურველია რუსული ენის ცოდნაც; 

დონორული პროექტების გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად 

ძირითადი მოვალეობები: 

ბიზნეს საკონსულტაციო პროექტებში კომპონენტების წაყვანა და ხარისხის და ვადების მართვა; 

საბოლოო ანგარიშის მომზადება ქართულად და ინგლისურად; 

კლიენტთან შეხვედრა, ინფორმაციის გამოთხოვა და შემდგომი კომუნიკაცია; 

ანგარიშის, პროექტის შედეგების პრეზენტაცია; 

გუნდის სხვა წევრებთან ერთად სამუშაო პროცესში აქტიური მონაწილეობა, გამოწვევების იდენტიფიცირება და გადაწყვეტის გზების ძიება. 


პიროვნული მახასიათებლები და უნარ-ჩვევები: 


შემოქმედებითი, სტრატეგიული აზროვნება და ინიციატივების გენერირების უნარები; 

პროექტების დაგეგმვის და მართვის უნარები; 

გამართული წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი ინგლისურ და ქართულ ენებზე. 

დეტალებზე ორიენტირებული, ძლიერი ანალიტიკური აზროვნების და პროექტების მართვის უნარი          

თვითგანვითარების უნარი; 

ინიციატივიანი და ცოდნის გამზიარებელი. 

სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი; 

სხვადასხვა ამოცანებზე ერთდროულად მუშაობის უნარი, 

დამოუკიდებლად მუშაობის უნარი 

დროის მართვის უნარი 



სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი: 09:30-18:30; 

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, რაფიელ ერისთავის 16, სართ. III. 

ტესტირებაზე და გასაუბრებაზე მოწვეულნი იქნებიან მხოლოდ შერჩეული კანდიდატები. 



დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე 26 ივლისის ჩათვლით