რაფიელ ერისთავის ქ. 16
(+99532) 2377307
ბიზნეს კონსულტაცია >>> საკომუნიკაციო სტრატეგია
23
იან

ბიზნეს კონსულტაცია >>> საკომუნიკაციო სტრატეგია

PMO ბიზნეს კონსალტინგმა ნარჩენების მართვის ასოციაციისათვის  PR/საკომუნიკაციო სტრატეგია შეიმუშავა     

ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია PMO-მ, პროექტი HICD 2020-ის ფარგლებში განახორციელა საქართველოს ნარჩენების მართვის ასოციაციისათვის, PR/საკომუნიკაციო სტრატეგიის შემუშავება. პროექტი შედგებოდა ისეთი კომპონენტებისაგან, როგორიც არის ასოციაციის PR/საკომუნიკაციო სტრატეგიის შემუშავება, ასოციაციის PR/საკომუნიკაციო სამოქმედო გეგმა, ტრენინგის ჩატარება ასოციაციის თანამშრომლებისა და წევრებისათვის და სამ ძირითად საკომუნიკაციო აქტივობის განხორციელებაში მონაწილეობა;

პროექტის ფარგლებში განხორციელებული PR/საკომუნიკაციო სტრატეგია, ერთწლიანი სამოქმედო გეგმა და სხვა აქტივობები მიმართულია ნარჩენების მართვის ასოციაციის წევრების PR/საკომუნიკაციო უნარების გაძლიერებაზე, სექტორში ასოციაციის როლის და ცნობადობის გაზრდაზე ნარჩენების მართვის სფეროს მნიშვნელობის საკითხში. იგი ხელს შეუწყობს ასოციაციის, როგორც ძლიერი ბრენდის ჩამოყალიბებას საქართველოს ბაზარზე.

საქართველოს ნარჩენების მართვის ასოციაციის (GWMA) მისიაა, ნარჩენების მართვის სექტორის განვითარება და ქვეყანაში ადამიანის ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოს ჩამოყალიბების ხელშეწყობა, ნარჩენების გადამუშავების სექტორის განვითარებისთვის ხელსაყრელი გარემოს განვითარების ხელშეწყობით.

ასოციაცია ორი ძირითადი მიმართულებით მუშაობს:

  • ქვეყანაში ნარჩენების გადამამუშავებელი და შემგროვებელი ბიზნესის განვითარებისთვის ხელსაყრელი ბიზნეს-გარემოს შექმნა, სექტორის განვითარებისათვის მნიშვნელოვანი საკითხების ადვოკატირებითა და ლობირებით სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეებთან, მათ შორის გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან;
  • ნარჩენების გადამამუშავებელი და შემგროვებელი კომპანიების უნარ-შესაძლებლობების განვითარება საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის მოთხოვნების შესაბამისად.