ილია ჭავჭავაძის გამზირი 33ე
(+995) 511163307

სექტორული ანალიზი

ბაზრის კვლევა კომპანიებს ეხმარება პროდუქტის ბაზარზე გაშვებამდე მიზნობრივი აუდიტორიის განსაზღვრასა და მომხმარებლის დამოკიდებულებების დადგენაში. მეორე მხრივ, ბაზრის ანალიზი ბაზრის მიმზიდველობისა და განვითარების შესაძლებლობების კვლევაზე დაყრდნობით, კომპანიებს ოპტიმალური გადაწყვეტილების მიღებაშიც უწყობს ხელს.

იმისათვის, რომ ზუსტად შევაფასოთ ბაზრის მიმდინარე და მოსალოდნელი ტენდენციები, ასევე განვსაზღვროთ კონკურენციის დონე და გავაანალიზოთ სხვა მნიშვნელოვანი ფაქტორები, ჩვენ ვეყრდნობით სხვადსხვა წყაროდან მოპოვებულ ინფორმაციას და ვაკეთებთ მის დეტალურ ანალიზს. შედეგად ვიღებთ ბაზრის მიმდინარე სიტუაციის, კონკურენციის დონის, მოსალოდნელი ცვლილებებისა და ტენდენციებისა, ახალი პროდუქტის წარდგენის საფრთხეებისა და ინოვაციების დანერგვის უპირატესობების, ბაზარზე შესვლა და გამოსვლის ბარიერების და ასევე სხვა ფაქტორების სრულყოფილ სურათს, რომლებსაც ბაზარზე დადებითი გავლენის მოხდენა შეუძლიათ.

სექტორის ინსაითები