რაფიელ ერისთავის ქ. 16
(+99532) 2377307
ბიზნეს კონსულტაცია >>> მიზანშეწონილობის კვლევა
04
იან

ბიზნეს კონსულტაცია >>> მიზანშეწონილობის კვლევა

PMO-მ განახორციელა მაჭახელას და მტირალას ეროვნული პარკებიდან შემოსავლების მიღების პროექტების მიზანშეწონილობის კვლევა


კვლევა ჩატარდა დაცული ტერიტორიების სააგენტოსთვის  (APA), GEF- ის დაფინანსებული და UNDP-ის მიერ განხორციელებული პროექტის „ აჭარის რეგიონის დაცული ტერიტორიების გაფართოებისა და მენეჯმენტის ეფექტურობის გაუმჯობესების“ ჭრილში. პროექტის მიზანი იყო  მაჭახელას და მტირალას ეროვნული პარკებიდან შემოსავლების მიღების პროექტების მიზანშეწონილობის კვლევა.

PMO-მ სხვადასხვა წყაროდან მოიპოვა ინფორმაცია, განახორციელა მტირალას და მაჭახელას ეროვნულ პარკებში ვიზიტი. სექტორის ექსპერტების დახმარებით და რეალური მდგომარეობის გათვალისწინებით დაახარისხა, გადაარჩია და გაანალიზა მოპოვებული ინფორმაცია.

მოპოვებული ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე PMO-ს გუნდმა  მოამზადა რეკომენდაციებისა და სამომავლო ღონისძიებების აღმწერი ანგარიში, რომელიც დახმარებას გაუწევს მტირალასა და მაჭახელას ეროვნული პარკების განვითარების პროექტს.

ჩატარებულ კვლევას ჰქონდა ორი მიზანი აჭარის რეგიონის ორი ეროვნული პარკისთვის:

  • მაჭახელას ეროვნული პარკისთვის პოტენციურად მაღალი შემოსავლის მომტანი პროექტების იდენტიფიცირება და მათი განხორციელების მიზანშეწონილობის ანალიზი ეკონომიკური, გარემოსდაცვითი და ტექნიკური საკითხების ჭრილში.
  • მტირალას ეროვნულ პარკზე სოფელ ჩაქვის ახალი გზის გავლენის შეფასება და იმ ქმედებათა განსაზღვრა, რომელიც შეამსუბუქებს მტირალას ეროვნულ პარკში ვიზიტორების რაოდენობის ზრდით გამოწვეულ ნეგატიურ ეფექტებს და გაზრდის სარგებელს.

საქართველოში  ყოველწლიურად მკვეთრად იზრდება ტურისტების რაოდენობა . ადგილობრივი ბიზნესებისთვის, კურორტებისა და ეროვნული პარკებისთვის  ეს ფაქტი ქმნის ვიზიტორების რაოდენობის მატების  ხარჯზე მეტი შემოსავლის მოზიდვის შესაძლებლობას.  აღსანიშნავია, რომ შემოსავლის ზრდის შესაძლებლობა რეალური იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გავითვალისწინებთ გ ვიზიტორების საჭიროებებს და  შევთავაზებთ მათ მოთხოვნებზე მორგებულ პირობებს.