რაფიელ ერისთავის ქ. 16
(+995) 511163307
ბიზნეს კონსულტაცია >>>  პროექტის საბოლოო შეფასება “Municipal Service Quality Assessment Toolkit (MUSQAT)”
07
თებ

ბიზნეს კონსულტაცია >>> პროექტის საბოლოო შეფასება “Municipal Service Quality Assessment Toolkit (MUSQAT)”

პროექტის საბოლოო შეფასება “Municipal Service Quality Assessment Toolkit (MUSQAT)”


PMO-მ განახორციელა პროექტის „მუნიციპალური მომსახურების ხარისხის შეფასების ინსტრუმენტარიუმის (MUSQAT)“ საბოლოო შეფასება. განხორციელებული აქტივობების მთავარი მიზანი იყო შეეფასებინა პროექტის საერთო მიღწევები და განხორციელების ხარისხი, ისევე როგორც პროექტის საერთო გავლენა დაინტერესებულ მხარეებზე და მის სამიზნე აუდიტორიაზე. შეფასება განხორციელდა, პროექტის ლოგიკური ჩარჩოს, ინდიკატორების, საბაზისო ანგარიშის და მონიტორინგის მონაცემების მიხედვით. PMO-ს გუნდი აქტიურად მუშაობდა და შეხვდა პროექტის ყველა პარტნიორსა და ბენეფიციარს, რაც შედეგების სიღრმისეული ანალიზის საშუალება მოგვცა. კონსულტანტების მიერ შეფასდა პროექტის მიღწეული შედეგები. რისთვისაც გამოყენებულ იქნა შერეული კვლევის მეთოდოლოგია, საერთაშორისო სტანდარტებისა და გაიდლაინების საფუძველზე შეფასების კომბინირებული ინსტრუმენტები. MUSQAT პროექტის შესაფასებლად გამოყენებულ იქნა, როგორც რაოდენობრივი ასევე თვისებრივი კვლევის მეთოდები. მათ შორის, სამაგიდო კვლევა, რომელიც მოიცავდა პროექტის დოკუმენტების მიმოხილვას. ისეთი რაოდენობრივი კომპონენტები, როგორიცაა სამუშაო შეხვედრები, ფოკუს ჯგუფები, ღია ან ნახევრად მართვადი ინტერვიუები.

კვლევა განხორციელდა ტრენინგებისა და კონსულტაციის ცენტრის (CTC) პროგრამის ფარგლებში, კახეთის მედია ცენტრთან (MCK) პარტნიორობით. MUSQAT პროექტი დაფინანსდა ევროკომისიის მიერ დაფინანსებული პროგრამის ფარგლებში „სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებული ჩართულობა საჯარო მმართველობის რეფორმაში საქართველოში, ლოტი 2 / კახეთი“.


PMO-ს მიერ განხორციელებული სხვა პროექტები იხილეთ:  https://www.pmo-bc.com/ge/projects