რ. ერისთავის ქ. 16
(+99532) 2377307
ბიზნეს კონსულტაცია >>> RP/საკომუნიკაციო სტრატეგია
10
დეკ

ბიზნეს კონსულტაცია >>> RP/საკომუნიკაციო სტრატეგია

PMO უკვე ერთ წელზე მეტია აქტიურად მუშაობს ერთ-ერთ ახალ მიმართულებაზე - PR/საკომუნიკაციო სტრატეგია

საკომუნიკაციო სტრატეგიის არსებობა მნიშვნელოვანია როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორისათვის. საჯარო სექტორში არანაკლებ პრიორიტეტულია გამოვლენილი იყოს მიზნობრივი ჯგუფები, მათთვის შერჩეული იყოს შესაბამისი საკომუნიკაციო არხები და გაიწეროს ის ძირითადი მესიჯები, რომელიც კონკრეტული არხის მეშვეობით უნდა იქნეს მიწოდებული ცალკეული მიზნობრივი აუდიტორიისათვის.

საკომუნიკაციო სტრატეგიიის შემუშავება ხდება გენერალური სტრატეგიის საფუძველზე, ის უნდა გამომდინარეობდეს სტრატეგიული მიზნებიდან. საკომუნიკაციო სტრატეგიის გადატანა შემდეგ ხდება სამოქმედო გეგმაში, რაც უნდა ასახავდეს ფინანსური, ადამიანური და დროითი რესურსების გადანაწილებას და შესრულებას.

PMO Business Consulting-ი აქტიურად მუშაობს საკომუნიკაციო სტრატეგიის მიმართულებით, სხვადასხვა ორგანიზაციებთან. უკვე განხორციელებული აქვს რამოდენიმე პროექტი საჯარო სექტორთან, რაც უკვე წარმატებით დასრულდა. მისი წარმატების ძირითადი ფაქტორი სწორედ ორგანიზაციის მიზნების, პროცესების და დაინტერესებული მხარეების დეტალური შეფასებაა. მხოლოდ დეტალური სიტუაციული ანალიზის შედეგად, შეიძლება შეიქმნას ღირებული სტრატეგია, რაც იქნება ორგანიზაციაზე მორგებული, გაზომვადი და გამოწვევებით სავსე კომპანიისათვის.