რაფიელ ერისთავის ქ. 16
(+99532) 2377307
ბიზნეს კონსულტაცია >>> რეგულაციების გავლენის შეფასება
21
მარ

ბიზნეს კონსულტაცია >>> რეგულაციების გავლენის შეფასება

PMO-მ ევროკავშირის სტანდარტებზე სემინარი ჩაატარა


PMO ბიზნეს კონსალტინგმა, USAID-ის პროექტთან „მმართველობა ზრდისთვის საქართველოში (G4G) “თანამშრომლობითა და EU-ის ახალ მიდგომებზე შემუშავებული DCFTA რეგულირების პროექტის ფარგლებში ჩაატარა სამუშაო შეხვედრა ახალი ტექნიკური რეგულაციების შესახებ, რომელიც ეხებოდა EU-ის ახალ მიდგომების შემდეგ დირექტივებს: დაბალი ძაბვის დირექტივას (LV) და ელექტრომაგნიტური თავსებადობის დირექტივას (EMC), რომელიც განსაზღვრავს ტექნიკური რეგულირების მნიშვნელოვან მოთხოვნებს ელექტრო და ელექტრონული პროდუქტებისადმი.

სავაჭრო ტექნიკური ბარიერების (TBT) მოხსნა EU-საქართველოს DCFTA ხელშეკრულების ნაწილია. საქართველო ვალდებულია უზრუნველყოს ტექნიკური რეგულირების, სტანდარტებისა და შესაბამისობის შეფასების პროცედურების განხორციელება საწარმოო პროდუქციისთვის და პასუხისმგებელია EU დირექტივების შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნაზე.

სემინარის მიზანს წარმოადგენდა ბაზრის მონაწილეთა ცნობიერების ამაღლება LV- ის და EMC-ის დირექტივების არსებითი მოთხოვნების შესახებ, რომლებიც სავალდებულო გახდება ამ დირექტივებთან დაახლოების შემდეგ.

სემინარს ხელმძღვანელობდა საერთაშორისო ექსპერტი ტექნიკური სტანდარტების განხრით, ბატონი ადამ პინეი. სამუშაო შეხვედრის დროს პროექტის მენეჯერმა ლევან გოგოლაძემ ყურადღება გაამახვილა ამ დირექტივების მნიშვნელობასა და ბაზარზე მათ  გავლენაზე. პროექტის კონსულტანმა მარიამ ჩაჩუამ მონაწილეებს გადასცა LV და EMC დირექტივების მიხედვით ამოქმედებული რეგულაციების გავლენის პირველადი შეფასება.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ  ელექტრო და ელექტრონული საქონლის მწარმოებლები და იმპორტიორები, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს (MoESD), ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს (TCSA), საქართველოს ეროვნული საკომუნიკაციო კომისიისა (GNCC)  და საქართველოს აკრედიტაციის ცენტრის (GAC) წარმომადგენლები.