რაფიელ ერისთავის ქ. 16
(+99532) 2377307
ბიზნეს კონსულტაცია >>> რეგიონული ქსელის გაძლიერება
08
Aug

ბიზნეს კონსულტაცია >>> რეგიონული ქსელის გაძლიერება

PMO Business Consulting ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან (საია) ერთად იწყებს მუშაობას პროექტზე „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის რეგიონული ქსელის გაძლიერება“


ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) „ადამიანური და ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარების პროგრამის (HICD-2020) მხარდაჭერით PMO Business Consulting    იწყებს მუშაობას პროექტზე ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის რეგიონული ქსელის გაძლიერების მიზნით.

პროექტი მოიცავს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის რეგიონული ქსელის განვითარების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის მომზადებას.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც მუშაობს ადამიანის უფლებების დაცვისა და ქვეყანაში გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობის ხელშეწყობის მიმართულებით. საიას რეგიონული ქსელი შედგება რვა რეგიონული ოფისისგან.

ორგანიზაცია, მისი 25 წლიანი საქმიანობის განმავლობაში საზოგადოებასა და საერთაშორისო დონორებს შორის  მაღალი სანდოობით სარგებლობს და ახორციელებს უმნიშვნელოვანეს პროექტებს ქვეყანაში კანონის უზენაესობის დამკვიდრებისა, ადამიანის უფლებების დაცვისა და საზოგადოების სამართლებრივი ცნობიერების ამაღლების კუთხით.

ორგანიზაციის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს უფასო სამართლებრივი დახმარების მიმართულება, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს საშუალებას აძლევს ისარგებლონ უფასო იურიდიული მომსახურებით როგორც თბილისში, ასევე საქართველოს რეგიონებში.