რაფიელ ერისთავის ქ. 16
(+99532) 2377307
ფოკუსი ინდუსტრიაზე >>> წარმოება & ვაჭრობა
11
იან

ფოკუსი ინდუსტრიაზე >>> წარმოება & ვაჭრობა

PMO ბიზნეს კონსალტინგმა  მოამზადა ბიზნესის განწყობის კვლევა წიაღისეულის სექტორში  

ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია PMO-მ, USAID-ის „მმართველობა განვითარებისთვის (G4G)“ პროექტის ფარგლებში, მოამზადა ბიზნეს განწყობის კვლევა საქართველოს წიაღისეულის სექტორისთვის. პროექტის მიზანს წარმოადგენდა სექტორში არსებული გამოწვევების შესწავლა და სექტორის განვითარებისთვის საჭირო რეკომენდაციების მომზადება. პროექტში PMO-ს საკონსულტაციო ჯგუფთან ერთად ჩართულნი იყვნენ ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები.

კვლევის ფარგლებში განხორციელდა ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანიების წარმომადგენელთა გამოკითხვა. გამოკითხვის ფარგლებში გამოვლინდა ის ბარიერები, რომლებიც  აფერხებენ საქართველოს წიაღისეულის სექტორის განვითარებას. ამასთანავე, საერთაშორისო კომპანიების გამოკითხვის შედეგად გამოვლინდა ის ძირითადი ფაქტორები, რომლებიც ხელს უწყობენ წიაღისეულის სექტორში ინვესტიციების მოზიდვას.

კვლევის შედეგები და რეკომენდაციები წარდგენილი იქნა USAID-ის „მმართველობა განვითარებისთვის (G4G)“ პროექტის წარმომადგენლებისა და სახელმწიფო ინსტიტუტების წარმომადგენლებისთვის, მათ შორის წიაღისეულის ეროვნული სააგენტოსთვის. კვლევის შედეგების საფუძველზე მოხდება საქართველოს წიაღისეულის სექტორის რეფორმირება რათა მოხდეს სექტორში მიმზიდველი ბიზნეს გარემოს ფორმირება და  ხელი შეეწყოს ახალი საინვესტიციო პროექტების განხორიცელებას.

რეპორტი სრულად >>>   https://bit.ly/2W9mzEx