რ. ერისთავის ქ. 16
(+99532) 2377307
PMO უახლესი ინსაითი >>> ლოიალური მომხმარებელი არ არსებობს
03
Sep

PMO უახლესი ინსაითი >>> ლოიალური მომხმარებელი არ არსებობს

ლოიალური მომხმარებელი არ არსებობს 

მთელს მსოფლიოში დიდი ტრანსნაციონალური კომპანიები თუ პატარა ადგილობრივი სტარტაპები მაქსიმალურ ძალისხმევას დებენ იმაში, თუ როგორ შექმნან ძლიერი ბრენდი, შეაყვარონ მომხმარებელს თავი, დაუკავშირდნენ მათ ემოციურად და საბოლოო ჯამში განმეორებითი გაყიდვები გაზარდონ ისე, რომ მათი შემოსავლები იყოს „დამაკმაყოფილებელი“.

ორგანიზაციების ერთ-ერთი უდიდესი ხარჯი, სწორედ მარკეტინგული ხარჯებია, მენეჯმენტის ხშირი პრობლემა, თუ საფიქრალი ლოიალური მომხმარებლის რაოდენობის გაზრდაა. ორგანიზაციები გეგმავენ მარკეტინგულ კომპლექსს, ქმნიან დეპარტამენტებს, სერვისის შემთხევევაში, ცდილობენ გამართონ პროცესი, რომელიც პროდუქტის ნაწილია, უქმნიან მომხმარებელს დამატებით ღირებულებებსა და მიზეზებს, იმისათვის რომ მეტი ინტერესი შექმნან და კიდევ ბევრი სხვა ქმედებების ნაკრები, რომელიც საბოლოო ჯამში გაყიდვების ზრდას ემსახურება.

ნებისმიერი ზომის კომპანიისათვის მარკეტინგული პროცესის საწყისი სწორედ ისეთ კითხვებზე პასუხის გაცემაა, როგორიცაა: „ვისზე გვინდა გავლენის მოხდენა?“ „ვინ არის ჩვენი პოტენციური მომხმარებელი?“ „სად არის ახლა ის?“ „რა ინტერესები აქვს?“ „როგორ მივწვდეთ?“ და ა.შ. პირველი ფიქრი არის, როგორ გავასინჯოთ ჩვენი პროდუქტი და შემდეგ უკვე როგორ მოვიყვანოთ იგი განმეორებით და აი სწორედ მეორე ნაწილია ყველაზე რთულად განსახორციელებელი. მნიშვნელოვანია შედეგი ადექვატური იყოს იმ მოლოდინთან, რომელსაც მომხმარებელს შევუქმნით.

ბევრი წარმატებული და წარუმატებელი შემთხვევა არსებობს საქართველოს თუ მსოვლიო ბაზარზე, იმის შესახებ თუ როგორ მოახდინა ორგანიზაციამ კომუნიკაცია მომხმარებლის მოსაზიდად ან განმეორებითი გაყიდვების მიზნით. წარმატებული შედეგი ინდივიდუალურია, როგორც ცალკეული შედეგისათვის, ისე ერთობლივად.

როგორ გამოიყურება წარმატება?


რეპორტი დეტალურად >>> https://bit.ly/2lATRi5