რაფიელ ერისთავის ქ. 16
(+99532) 2377307
PMO უახლესი ინსაითი >>> როგორ გავაუმჯობესოთ ქართული პროდუქტის კონკურენტუნარიანობა საექსპორტო ბაზრებზე
05
მარ

PMO უახლესი ინსაითი >>> როგორ გავაუმჯობესოთ ქართული პროდუქტის კონკურენტუნარიანობა საექსპორტო ბაზრებზე

როგორ გავაუმჯობესოთ ქართული პროდუქტის კონკურენტუნარიანობა საექსპორტო ბაზრებზე  

ეკონომიკური თეორიის მიხედვით, თავისუფალი ვაჭრობა მომგებიანია მასში მონაწილე ყველა ქვეყნისთვის, მიუხედავად მათი ეკონომიკური განვითარების დონისა. თუმცა, პრაქტიკაში აღნიშნული სარგებლის დანახვა რთულია. სწორედ ამიტომ, ეკონომიკური განვითარების შედარებით დაბალ საფეხურზე მდგომი ქვეყნები ხედავენ საფრთხეს, რომ ადგილობრივი წარმოება ვერ გაუძლებს თავისუფალი ვაჭრობის შედეგად გაზრდილ კონკურენციას და ეროვნული წარმოებას იმპორტირებული პროდუქტი ჩაანაცვლებს. ეკონომიკური თეორია არ ცდება, თუმცა არც განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყნების შიშია უსაფუძვლო.  გრძელვადიან პერიოდში, საერთაშორისო ვაჭრობის წყალობით, ეკონომიკურ სარგებელი იზრდება, თუმცა ამავდროულად, მზარდი კონკურენცია ადგილობრივ მწარმოებლებს  კიდევ უფრო ურთულებს ბაზარზე კონკურენტული პოზიციის მოპოვებასა და შენარჩუნებას.

რეპორტი დეტალურად >>> https://bit.ly/2W53X8j