რ. ერისთავის ქ. 16
(+99532) 2377307
PMO უახლესი ინსაითი >>> ხორცის ბაზარი საქართველოში
09
იან

PMO უახლესი ინსაითი >>> ხორცის ბაზარი საქართველოში

ხორცის ბაზარი საქართველოში

საქართველოში, წლების მიხედვით, სტაბილური ზრდა შეინიშნება ხორცსა და ხორცპროდუქტების მოხმარებაზე. ზუსტი პასუხი, იმასთან დაკავშირებით, თუ რამ გამოიწვია ეს ზრდა არ არსებობს, თუმცა შესაძლოა ეს იყოს გემოვნების ცვლილება, სხვა ალტერნატიულ ჩამანაცვლებელ პროდუქტებზე ფასების ზრდა, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია (ხორცი წარმოადგენს პროტეინების ერთ-ერთ მნიშვნელოვან წყაროს) და სხვა მიზეზები.

გარდა ხორცის მოხმარების ზრდისა, ქართული ხორცის ბაზრის კვლევის შედეგად იკვეთება შემდეგი ძირითადი ტენდენციები:

  • ხორცის ადგილობრივი წარმოება უმეტესწილად ექსტენსიურია და არ რეაგირებს სათანადოდ ბაზრის სიგნალებზე;
  • ხორცის ბაზარი ძირითადად დამოკიდებულია იმპორტირებულ უცხოურ ნაწარმზე (2008 წლიდან დღემდე იმპორტი აჭარბებს ადგილობრივ წარმოებას);
  • იმპორტირებული ხორცის უდიდესი ნაწილი არის გაყინული ხორცი, რომლის ღირებულებაც უფრო დაბალია ვიდრე ადგილობრივად წარმოებული ხორცი;
  • ექსპორტირებული ხორცის უდიდესი წილი მოდის რე-ექსპორტზე არასათანადოდ განვითარებული ადგილობრივი წარმოების და ქვეყნის ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობის გამო;
  • გაძვირებული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის (ძროხა, კამეჩი და იაკი) ხორცი გარკვეულწილად ჩანაცვლდა შედარებით უფრო იაფი ღორისა და ფრინველის ხორცით.


რეპორტი დეტალურად >>> https://bit.ly/2N8LF3O