რაფიელ ერისთავის ქ. 16
(+99532) 2377307
PMO უახლესი ინსაითი >>> მცირე და საშუალო ბიზნესების მხარდამჭერი ღონისძიებები COVID-19-ის პანდემიის პირობებში საქართველოსა და მსოფლიოში
21
აპრ

PMO უახლესი ინსაითი >>> მცირე და საშუალო ბიზნესების მხარდამჭერი ღონისძიებები COVID-19-ის პანდემიის პირობებში საქართველოსა და მსოფლიოში

მცირე და საშუალო ბიზნესების მხარდამჭერი ღონისძიებები COVID-19-ის პანდემიის პირობებში საქართველოსა და მსოფლიოში

საქართველოში სამეწარმეო სექტორი, განსაკუთრებით მცირე და საშუალო საწარმოები (SME-ები)1, მნიშვნელოვან როლს ასრულებს ეკონომიკის განვითარებაში და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ მდგრადი და ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფაში. აღნიშნული სექტორი დასაქმების ზრდისა და სამუშაო ადგილების შექმნის პოტენციალით, ნებისმიერი ქვეყნის ეკონომიკის ქვაკუთხედად შეიძლება მივიჩნიოთ. კონკრეტულად საქართველოში საწარმოთა დაახლოებით 94%-ს მცირე და საშუალო ზომის საწარმოები შეადგენს. დასაქმების სტატისტიკის მიხედვით, SME-ები კვლავ რჩებიან მთავარ დამსაქმებელ სეგმენტად ქვეყანაში. 2000 წლიდან დღემდე, SME-ებში დასაქმებული პირების წილი კერძო და სახელმწიფო სექტორში 63%-დან 73%-მდე მერყეობს, ხოლო 2019 წელს, მისმა წილმა 64% შეადგინა, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს მის მნიშვნელობაზე ქართული სამუშაო ძალის დასაქმებაში.
ზემოთ აღნიშნული მონაცემებიდან გამომდინარე, ორმაგად მნიშვნელოვანია იმ ნაბიჯების გაანალიზება, რომელიც მიმართულია ქართული ბაზრის სიჯანსაღის შენარჩუნებისა და კრიზისული პერიოდის მინიმალური დანაკარგებით გადალახვისკენ. პირველ რიგში საინტერესოა საერთაშორისო პრაქტიკა და იმ ზომების მიმოხილვა, რომელსაც მიმართეს ქვეყნებმა მცირე და საშუალო ზომის საწარმოთა მხარდასაჭერად მიმდინარე კრიზისულ პერიოდში, რომელიც გამოიწვია COVID-19-ის ვირუსის მასობრივად გავრცელებამ და მთელი მსოფლიოს მასშტაბით საგანგებო მდგომარეობებისა და კარანტინის გამოცხადებამ.
 

რეპორტი დეტალურად >>> https://bit.ly/2xDOKV7