ილია ჭავჭავაძის გამზირი 33ე
(+995) 511163307

კომპანია

ჩვენ ვართ მენეჯმენტის საკონსულტაციო კომპანია, რომელიც სხვადასხვა ინდუსტრიაში მოქმედ ორგანიზაციებს მომსახურების ფართო სპექტრს სთავაზობს.


ჩვენი მომსახურება გამოირჩევა მაღალი ხარისხით და ინოვაციური მიდგომებით, მორგებულია კლიენტის ინდივიდუალურ მოთხოვნებზე და ეხმარება მათ საქმიანობის ეფექტურობის ზრდასა და განვითარებაში.


ჩვენი გუნდი გამოირჩევა პროფესიონალიზმით, მრავალფეროვანი ცოდნით და საქმისადმი თავდადებით. ჩვენ ვმუშაობთ როგორც ერთიანი გუნდი, რომელსაც ახასიათებს პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ურთიერთმხარდაჭერა/თანადგომა.

კომპანიას საფუძველი ჩაეყარა 2005 წელს, როდესაც ჩვენმა დამფუძნებლებმა და პარტნიორებმა საქართველოს წამყვანი კომპანიებისთვის საკონსულტაციო მომსახურების გაწევა დაიწყეს. მას შემდეგ  ჩვენი საკონსულტაციო პრაქტიკა ინტენსიურად ვითარდებოდა და 2011 წლისთვის შევქმენით ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია PMO.


ჩვენი მომსახურება მოიცავს: ბაზრის კვლევასა და ანალიზს, კონსულტაციებს ორგანიზაციული განვითარების მიმართულებით, ბაზარზე შესვლისა და ბიზნესის გაფართოების მიზანშეწონილობის კვლევას, ადამიანური რესურსების, მარკეტინგისა და პროდუქტის განვითარების მართვაში დახმარებას. ჩვენ ასევე ვუწევთ მომსახურებას კომპანიებს რისკების მართვისა და ფინანსების მიმართულებით.