ილია ჭავჭავაძის გამზირი 33ე
(+995) 511163307

საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია

საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრი ორგანიზაციაა. მისი მიზანი განვითარებად ქვეყნებში სიღარიბის დაძლევა და მოსახლეობის ცხოვრების დონის ამაღლებაა. კორპორაცია ძირითადად კერძო სექტორთან თანამშრომლობს, რათა გააძლიეროს და დაეხმაროს მეწარმეებს მდგრადი ბიზნესის შექმნაში. მისი საქმიანობა მოიცავს მრავალ მიმართულებას, მათ შორის საფინანსო, გარემოსდაცვითი, საზოგადოებრივი და სამთავრობო სტანდარტების დაწესებაში დახმარების გაწევას, ენერგო რესურსების ეფექტურობის ხელშეწყობას, სხვადასხვა სექტორებში ღირებულებათა ჯაჭვის გაძლიერებას. ასევე, საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია განვითარებადი ქვეყნების კერძო კომპანიებს ეხმარება, საერთაშორისო საფინანსო ბაზრებიდან ფინანსური სახსრების მობილიზებაში.