ილია ჭავჭავაძის გამზირი 33ე
(+995) 511163307
ქეთევან ბურჭულაძე

ქეთევან ბურჭულაძე

ოფის მენეჯერი

ქეთი PMO ბიზნეს კონსალტინგის გუნდს ოფის მენეჯერის პოზიციაზე 2019 წელს შემოუერთდა. იგი აწარმოებს ორგანიზაციისთვის აუცილებელ შესყიდვებს, უზრუნველყოფს და აკონტროლებს ოფისში სამუშაო პროცესებისთვის აუცილებელ გარემოსა და რეჟიმს, ორგანიზებას უწევს სხვადასხვა მიღებებსა და შეხვედრებს, კონფერენციებსა და ტრენინგებს.


ქეთის გამოცდილება უკავშირდება საბანკო სფეროს. იგი მუშაობდა  სს „თიბისი ბანკში“. პასუხისმგებელი იყო ორგანიზაციაში მიმდინარე ყოველდღიური ოპერაციების შესრულებასა და მართვაზე, ასევე ჩართული იყო საბანკო პროდუქტების გაყიდვებში.


ქეთიმ განათლება თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტში (სტუ) მიიღო და გახდა კვების ტექნოლოგი და სურსათის ხარისხის უვნებლობის მაკონტროლირებელი ბაკალავრი. ამ მიმართულებით მან ოთხი წლის განმავლობაში საქართველოს ბევრ წამყვან ქარხანაში გაიარა სტაჟირება.


ელ.ფოსტა: k.burchuladze@pmo-bc.com