რაფიელ ერისთავის ქ. 16
(+995) 511163307
ფოკუსი ინდუსტრიაზე - ინფრასტრუქტურული პროექტების ანალიზი სამხრეთ კავკასიის რეგიონში
20
იან

ფოკუსი ინდუსტრიაზე - ინფრასტრუქტურული პროექტების ანალიზი სამხრეთ კავკასიის რეგიონში

ინფრასტრუქტურული პროექტების ანალიზი სამხრეთ კავკასიის რეგიონში 


 

პროექტის განხორციელდა კავკასიის ფონდის სამხრეთ კავკასიის პროგრამის ოფისის დაკვეთით. პროექტის მიზანს წარმოადგენდა, სამხრეთ კავკასიის რეგიონში, კერძოდ, აზერბაიჯანში, სომხეთსა და საქართველოში შერჩეული დაცული ლანდშაფტების (დაცული ტერიტორიები-PAs, ძირითადი ბიომრავალფეროვნების ზონები KBAs, და სათემო კონსერვაციის ზონები- CCAs) სიახლოვეს არსებული, დაგეგმილი და მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების იდენტიფიცირება და მათი გავლენის შეფასება შერჩეულ ლანდშაფტებზე. პროექტის ფარგლებში, PMO-ს გუნდმა, არსებული ღია წყაროებისა და შესაბამისი სამინისტროებისა და სააგენტოებიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე მოახდინა შერჩეული ლანდშაფტებისა და მათ მიმდებარე ტერიტორიებზე არსებული, მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების იდენტიფიცირება. პროექტის მომდევნო ეტაპზე, განხორციელდა მიღებული მონაცემების გაფილტვრა წინასწარ შერჩეული კრიტერიუმების მეშვეობით და მომზადდა ბაზა, სადაც მითითებული იყო პროექტის შესახებ ინფორმაცია, ლოკაცია და სტატუსი. ამასთანავე, წინასწარ შედგენილი მეთოდოლოგიის საფუძველზე განხორციელდა იდენტიფიცირებული პროექტების სოციალური, ეკონომიკური და გარემოზე ზეგავლენის შეფასება. პროექტების შესახებ ინფორმაცია დამუშავდა GIS-ის გამოყენებით და მომზადდა შესაბამისი რუკები. შედეგად, მომზადდა GIS-ისა და ექსელის მონაცემთა ბაზა, შერჩეულ ლანდშაფტებსა და მათ სიახლოვეს არსებული ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ, მომზადდა შესაბამისი რუკები და ანგარიში მიღებული შედეგების შესახებ. 

პროექტის შედეგები: 

  • GIS-ისა Excel-ის მონაცემთა ბაზა სომხეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს დაცულ ლანდშაფტებსა (PA, KBA, CCA) და მათ სიახლოვეს არსებული, დაგეგმილი და მიმდინარე ინფრასტრუქტურული  პროექტებისა და მათი გავლენების შესახებ 
  • იდენტიფიცირებული პროექტების რუკები 
  • შეფასების შედეგების ანგარიში 


PMO-ს მიერ განხორციელებული სხვა პროექტები იხილეთ:   https://www.pmo-bc.com/ge/projects