რაფიელ ერისთავის ქ. 16
(+99532) 2377307
PMO უახლესი ინსაითი >>> COVID-19-ის ეკონომიკური შედეგები: პოსტ-კრიზისული პერიოდის გამოწვევები და გადაწყვეტის გზები
08
Jun

PMO უახლესი ინსაითი >>> COVID-19-ის ეკონომიკური შედეგები: პოსტ-კრიზისული პერიოდის გამოწვევები და გადაწყვეტის გზები

COVID-19-ის ეკონომიკური შედეგები: პოსტ-კრიზისული პერიოდის გამოწვევები და გადაწყვეტის გზები


საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის დადასტურებიდან დაახლოებით სამი თვე გავიდა. აღნიშნული პერიოდის განმავლობაში, ქვეყნის შიგნით ვირუსის გავრცელების შესაკავებლად გატარებული პრევენციული ღონისძიებების შედეგად საქართველო მსოფლიო რუკაზე იმ მოწინავე ქვეყნებს შორის აღმოჩნდა, რომლებმაც ეფექტურად მოახდინეს ეპიდემიასთან ბრძოლა. მიუხედავად წარმატებისა, დღესდღეობით საქართველოს წინაშე მეორე მნიშვნელოვანი გამოწვევა ვირუსის გავრცელებით გამოწვეული ნეგატიური ეკონომიკური შედეგების შერბილებაა, რაც ერთის მხრივ ეფექტური ფისკალური პოლიტიკის, ხოლო მეორეს მხრივ ქვეყნის ეკონომიკური სექტორის ახალ რეალობასთან ადაპტირების საშუალებით არის შესაძლებელი.

გასული ორი წლის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკა საშუალოდ 5%-ით იზრდებოდა. ეკონომიკური ზრდის მამოძრავებელ ფაქტორს შიდა მოხმარება (41%), ინვესტიციები კაპიტალში (13.4%) და ექსპორტი (27%) წარმოადგენდა.

სამომავლო შემოსავლებთან დაკავშირებული გაურკვეველი მოლოდინები, ტურისტული ნაკადების შემცირება და ეკონომიკური ზრდის შემცირება ძირითად სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში პირდაპირ გავლენას ახდენს საქართველოს ეკონომიკაზე. აზიის განვითარების ბანკის პროგნოზით 2020 წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდის ტემპი 0%-მდე დაეცემა, რაც სწორედ შიდა მოხმარებისა და ექსპორტის კლებით იქნება განპირობებული.

რეპორტი დეტალურად >>> https://bit.ly/30ggwCV