ილია ჭავჭავაძის გამზირი 33ე
(+995) 511163307
PMO უახლესი ინსაითი >>> ეკოლოგიური ეფექტიანობის ინდექსი
27
მაი

PMO უახლესი ინსაითი >>> ეკოლოგიური ეფექტიანობის ინდექსი

ეკოლოგიური ეფექტიანობის ინდექსი 


გლობალური დათბობის საკითხის აქტუალიზაციის პარალელურად სულ უფრო ხშირად ისმის მოწოდებები მწვანე ინიციატივების  განხორციელების შესახებ. ზოგადად, ტერმინი „მწვანე“ ბუნებრივი რესურსების რაციონალურ გამოყენებასთან, მდგრად მართვასა და ჯანსაღ ეკოსისტემასთან დაკავშირებული საკითხების აღსანიშნავად გამოიყენება. 21-ე საუკუნეში ამ თემებმა საქმიანობის თითქმის ყველა სფერო მოიცვა. 2002 წელს პირველად გამოქვეყნდა იელის უნივერსიტეტის მიერ შექმნილი ეკოლოგიური ეფექტიანობის ინდექსის (EPI), რომელიც 32 კრიტერიუმის მიხედვით ზომავს მწვანე ეკონომიკის დონეს 180 ქვეყანაში.

ეკოლოგიური ეფექტიანობის ინდექსი (EPI) გარემოსდაცვითი მდგრადობის განმსაზღვრელ კრიტერიუმებს ეფუძნება, რომელიც თავის მხრივ ოთხ ძირითად მიმართულებად იყოფა. ესენია: კლიმატის ცვლილება, ბიომრავალფეროვნება, ჰაერის და წყლის ხარისხი.


რეპორტი დეტალურად >>> https://bit.ly/3wIx7wd