ილია ჭავჭავაძის გამზირი 33ე
(+995) 511163307
PMO უახლესი ინსაითი >>> ფინანსური კრიზისის მართვის გზები და იზოლაციის დროს გაჩენილი შესაძლებლობები
13
მაი

PMO უახლესი ინსაითი >>> ფინანსური კრიზისის მართვის გზები და იზოლაციის დროს გაჩენილი შესაძლებლობები

ფინანსური კრიზისის მართვის გზები და იზოლაციის დროს გაჩენილი შესაძლებლობები 

კორონავირუსი თანამედროვეობის უმნიშვნელოვანეს გამოწვევად იქცა. პანდემიამ უდიდესი ზიანი მიაყენა როგორც მსოფლიო ეკონომიკას, ისე კომპანიების და ინდივიდების ფინანსურ მდგომარეობას.  ამასთანავე შეიცვალა მსოფლიოში არსებული ბიზნეს-მიდგომები და გაჩნდა ახალი შესაძლებლობები ბიზნესისა თუ პირადი განვითარების მიმართულებებით. ­­­ასეთ დროს ძალიან მნიშვნელოვანია პირადი ფინანსების ეფექტური მართვა და ამ შესაძლებლობების სწორი გამოყენება.

ფინანსური კრიზისის მართვის გზები

უკანასკნელი თვეების განმავლობაში საქმიანობა შეწყვიტა ან დროებით შეაჩერა ბევრმა ორგანიზაციამ, შედეგად კი დასაქმებულთა დიდ ნაწილს შეუმცირდა შემოსავალი ან საერთოდ დაკარგა იგი. შემოთავაზებული გზები იძლევა ფინანსების სწორად მართვისა და ზემოთ ხსენებული შესაძლებლობების გამოყენების საშუალებას.

  • ბიუჯეტირება. იგულისხმება არსებული თუ საჭირო ფინანსური სახსრების ხარჯვის დაგეგმვის პროცესი იმისათვის, რომ წინასწარ განსაზღვროთ კონკრეტული პერიოდისათვის საჭირო ფინანსები. ეს კი თავის მხრივ საშუალებას მოგცემთ მოახდინოთ საჭიროებების პრიორიტეტიზაცია და განსაზღვროთ თუ რისთვის გეყოფათ არსებული რესურსი. ეს მიდგომა დაგეხმარებათ ფინანსების მიზნობრივ ხარჯვაში და მაქსიმალურად შეგიმცირებთ დამატებითი ფინანსური ვალდებულებების აღების საჭიროებას.

რეპორტი დეტალურად >>> https://bit.ly/2Z1d9yW