ილია ჭავჭავაძის გამზირი 33ე
(+995) 511163307
PMO უახლესი ინსაითი >>> შრომის ბაზრის მოთხოვნების კვლევა
17
მარ

PMO უახლესი ინსაითი >>> შრომის ბაზრის მოთხოვნების კვლევა

შრომის ბაზრის მოთხოვნების კვლევა სურსათის უვნებლობისა და ხარისხის სპეციალისტის/მენეჯერების საჭიროებაზე სურსათის წარმოების ინდუსტრიაში  


 

”შრომის ბაზრის კვლევა სურსათის უვნებლობისა და ხარისხის სპეციალისტის/მენეჯერის საჭიროებაზე სურსათის წარმოების ინდუსტრიაში” მომზადდა ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია PMO-ს მიერ, Land O’Lakes Venture 37-ის პროექტის-„ინვესტირება უვნებელ და ხარისხიან მესაქონლეობაში (SQIL)“-დაკვეთით, რომელიც ხორციელდა აშშ-ს სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) ფინანსური მხარდაჭერით, პროგრამის „სურსათი პროგრესისათვის“ ფარგლებში. კვლევა მიმდინარეობდა 2020 წლის დეკემბრისა და 2021 წლის იანვრის განმავლობაში. კვლევის ფარგლებში სიღრმისეული ინტერვიუებისა და ფოკუს ჯგუფების საშუალებით მოხდა სურსათის ინდუსტრიაში მოქმედი ორგანიზაციების, სურსათის უვნებლობისა და ხარისხის მოქმედი სპეციალისტების, საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლების, უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების სტუდენტების გამოკითხვა. ამასთანავე, დამატებით განხორციელდა მეორადი ინფორმაციის დამუშავება და სტუდენტთა გამოკითხვა ონლაინ კითხვარების საშუალებით. აღნიშნულ დოკუმენტში წარმოდგენილია კვლევის ის ძირითადი მიგნებები, რომელიც ასახავს შრომის ბაზარზე დამსაქმებლების მხრიდან სურსათის უვნებლობისა და ხარისხის სპეციალისტებზე მოთხოვნის განმსაზღვრელ ფაქტორებს, დამსაქმებლების მიერ მოთხოვნილ კვალიფიკაციასა და მიწოდებულ უნარებს შორის არსებულ აცდენებსა და საგანმანათლებლო სისტემის შესაძლებლობებს უზრუნველყონ შრომის ბაზარზე მოთხოვნა-მიწოდებას შორის არსებული სხვაობების ამოვსება სურსათის უვნებლობის სფეროში კვალიფიციური სპეციალისტების მომზადების გზით.


რეპორტი დეტალურად >>> https://bit.ly/3tragU4