რაფიელ ერისთავის ქ. 16
(+995) 511163307
PMO უახლესი ინსაითი >>> ორგანიზაციული კულტურა და შრომითი კმაყოფილება
25
იან

PMO უახლესი ინსაითი >>> ორგანიზაციული კულტურა და შრომითი კმაყოფილება

ორგანიზაციული კულტურა და შრომითი კმაყოფილება


ორგანიზაციული კულტურა არის ორგანიზაციის ღირებულებების, ნორმების, მოლოდინების და გამოცდილებების ერთობლიობა, რომელიც აერთიანებს გუნდის წევრებს.

ორგანიზაციული კულტურა ხელს უწყობს კომპანიას წარმატებისა და განვითარებაში და სწორედ მისი მეშვეობით ხდება ორგანიზაციაში წეს-ჩვეულებების, სამუშაო გარემოს, ფასეულობების შენარჩუნება და გაუმჯობესება. 

ორგანიზაციული კულტურა გავლენას ახდენს, როგორც თანამშრომლებს შორის ურთიერთობაზე, ისე კლიენტებთან და სხვა დაინტერესებულ პირებთან კომუნიკაციაზე. 

რა თქმა უნდა, ყველა კომპანიას გააჩნია სხვადასხვა ღირებულებები, ფასეულობები და მიზნები, შესაბამისად ორგანიზაციული კულტურებიც განსხვავდება და არ წარმოადგენს ყველა კომპანიისთვის სტანდარტს. 

რატომ არის ორგანიზაციული კულტურა მნიშვნელოვანი? 

ორგანიზაციული კულტურა ქმნის ორგანიზაციის სახეს, ამიტომ მნიშვნელოვანია კულტურა იყოს განვითარებული, დახვეწილი, და ორიენტირებული კომპანიის წევრების კომფორტზე. ძლიერი ორგანიზაციული კულტურის შესაქმნელად გათვალისწინებული უნდა იყოს, როგორც თავად კომპანიის, ასევე გუნდის წევრებისა და მომავალი თანამშრომლების მიზნები და მოთხოვნილებები. ძლიერი კორპორატიული კულტურა ზრდის თანამშრომელთა მოტივაციას და ჩართულობას, ასახავს ორგანიზაციის ძირითად ღირებულებებს, ზრდის თანამშრომელთა კმაყოფილებას და პროდუქტიულობას, აუმჯობესებს მომავალში დასაქმების შესაძლებლობებს.


რეპორტი დეტალურად >>> https://bit.ly/3G3Q2FH