რაფიელ ერისთავის ქ. 16
(+99532) 2377307

USAID / ადამიანური და ინსტიტუციური განვითარების პროგრამა (HICD 2020)

ხუთწლიან ადამიანური და ინსტიტუციური განვითარების პროგრამას (HICD 2020) ადმინისტრირებას უწევს  აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID), ხოლო ხორციელდება Mendez England & Associates-ის (ME & A) მიერ. პროგრამის მიზანია საქართველოში USAID-ის სტრატეგიული პარტნიორი ორგანიზაციების ადამიანური და ინსტიტუციური შესაძლებლობების გაუმჯობესება. აღნიშნული ორგანიზაციები შეიძლება იყოს სამთავრობო, არასამთავრობო, ან მომგებიანი როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორებში.


ME & A ხელს უწყობს USAID-ს კავკასიური HICD-ის ისეთი სტრუქტურული და ინტეგრირებული პროცესების მოდელების განხორციელებაში, რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივ პარტნიორ ორგანიზაციებში წარმოქმნილი ხარვეზების ფუნდამენტური მიზეზების იდენტიფიცირებას. HICD 2020-ის ფარგლებში, ხარვეზების გამოვლენისა და უწყვეტი საქმიანობის ციკლური პროცესის გაუმჯობესების მიზნით,   ME & A ახორციელებს შესრულების მონიტორინგის სისტემებს. დამატებით, ME & A-ის გუნდი მხარს უჭერს პროგრამის თანამშრომლებს HICD-ის ინიციატივების დაგეგმვაში, შერჩეულ ადგილობრივ პარტნიორ ორგანიზაციებთან  კოორდინაციასა  და ტრენინგ აქტივობების განხორციელებაში.