რაფიელ ერისთავის ქ. 16
(+99532) 2377307

ფინანსები და რისკების მართვა

ფინანსური დაგეგმვა და ბიუჯეტირება 


ფინანსური დაგეგმვისა და ბიუჯეტირების უპირველესი ამოცანაა კომპანიის ფინანსური რესურსების მართვის ოპტიმიზაცია. ეს პროცესი მჭიდრო კავშირში უნდა იყოს კომპანიის სტრატეგიულ და ტაქტიკურ ამოცანებთან, რათა ფინანსები  ყველაზე ეფექტურად იქნეს გამოყენებული.

ფინანსური დაგეგმვისა და ბიუჯეტირების პროცესი იწყება მას შემდეგ, რაც მენეჯმენტი შეთანხმდება სტრატეგიის განვითარებაზე. ეს პროცესი მოიცავს ფონდების დაზღვევისა და მათი საუკეთესო დაბანდების  გზების დაგეგმვას ისე, რომ  ყველაფერი თანხვედრაში იყოს კომპანიის მიზნებთან. 


PMO ბიზნეს კონსალტინგი მჭიდროდ მუშაობს თავის კლიენტებთან ბიზნეს განვითარების ამ მნიშვნელოვან ეტაპზე.



ბიზნესის შეფასება  


ბიზნესის შეფასება კომპანიის ან მისი აქტივების ღირებულების შეფასების პროცესია. არსებობს რამდენიმე განსხვავებული ტექნიკა ამ შეფასების განსახორციელებლად. მათგან ყველაზე გავრცელებული მიდგომებია: შემოსავლების მიხედვით დათვლის მიდგომა - რომლითაც ფასდება კომპანიის ან აქტივების პოტენციური შემოსავალი და ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით გაიანგარიშება სრული ღირებულება; აქტივებზე დაფუძნებული მიდგომა - კომპანიის ფასი გაიანგარიშება მის მფლობელობაში არსებული მატერიალური აქტივებისა და იმ არამატერიალური სარგებლის მიხედვით, რაც კომპანიის ფლობამ ინვესტორს შეუძლია მოუტანოს;  ასევე არსებობს საბაზრო/შედარებით ანალიზზე დაფუძნებული მიდგომა, რომელიც განსაზღვრავს კომპანიის აქტივების ღირებულებას ბაზრის ანალოგების მიხედვით.


PMO ბიზნეს კონსალტინგში  ჩვენ ვთავაზობთ კლიენტებს ბიზნესის შეფასების მომსახურებას. ჩვენ ვეხმარებით მათ დადონ ყიდვის ან გაყიდვის გარიგება ყველაზე ხელსაყრელ  ფასად. ამ მიდგომების კომბინაციის გამოყენებით ჩვენი მაღალკვალიფიციური გუნდი  თავისი კლიენტებისა და მათი კონკურენტების აქტივებსა და კომპანიებს მაღალი სიზუსტით აფასებს.