ილია ჭავჭავაძის გამზირი 33ე
(+995) 511163307

მარკეტინგი და პროდუქტის განვითარება


მარკეტინგული სტრატეგია   


მარკეტინგული სტრატეგია ეხმარება კომპანიას გრძელვადიანი მიზნების განსაზღვრაში, რაც ხელს უწყობს ბაზარზე კონკურენტული უპირატესობის მოპოვებას. მარკეტინგული სტრატეგია ემსახურება ორგანიზაციის მიზნების შესრულებას, აანალიზებს კომპანიის ძლიერ და სუსტ მხარეებს, ავითარებს კონკურენტების შესწავლისა და ბაზრის შეცნობის პროცესს.


PMO ეხმარება კლიენტებს მიზნობრივი ბაზრის შერჩევასა და პოზიციონირების პროცესში, მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავებაში, რომელიც დაეხმარება მათ მოიპოვონ უპირატესობა კონკურენტულ ბაზარზე.



კომუნიკაციის სტრატეგია    


კომუნიკაციის სტრატეგია მნიშვნელოვანია მარკეტინგული გეგმის წარმატების განხორციელებისთვის. ძლიერი საკომუნიკაციო სტრატეგია უნდა პასუხობდეს ისეთ კითხვებს, როგორიცაა: რა არის კომუნიკაციის საგანი? ვისთან უნდა განხორციელდეს კომუნიკაცია? რა საკომუნიკაციო არხებით? კომუნიკაციის სტრატეგია ხელს უწყობს მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის ფორმის ჩამოყალიბებას, ამასთან განსაზღვრავს ორგანიზაციისათვის სასურველ სხვა მიმართულებებს.


ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია PMO ეხმარება ორგანიზაციებს მკაფიო საკომუნიკაციო სტრატეგიის შემუშავებაში, რომელიც თანხვედრაში იქნება ორგანიზაციულ და მარკეტინგულ მიზნებთან.



საფასო სტრატეგია 


საფასო სტრატეგია მარკეტინგული სტრატეგიის მნიშვნელოვანი ასპექტია. სწორად შემუშავებული საფასო სტრატეგია ხელს უწყობს ორგანიზაციას და მის პროდუქტს კონკურენტული უპირატესობის მოპოვებაში. წარმატებული საფასო პოლიტიკის შემუშავება განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ბიზნესისასთვის, რადგან სწორედ ის არის პასუხისმგებელი ფულადი სახსრების გენერირებაზე. იგი ქმნის მომგებიანობას და ამასთან უზრუნველყოფს ბაზარზე კონკურენტულ პოზიციებს.


PMO ეხმარება კლიენტებს საფასო სტრატეგიის შემუშავებაში, რომელიც ემსახურება ორგანიზაციას მერკეტინგული მიზნების განხორციელებაში.