რაფიელ ერისთავის ქ. 16
(+99532) 2377307

ორგანიზაციული განვითარება


ორგანიზაციული სტრატეგია 


ორგანიზაციული სტრატეგია იმ ქმედებათა ერთობლიობაა, რომლებსაც კომპანია გრძელვადიანი მიზნების მისაღწევად ახორციელებს. კონკურენტუნარიანობის შესანარჩუნებლად და შედეგების გასაუმჯობესებლად ყველა კომპანიას ესაჭიროება კარგად განსაზღვრული სტრატეგია, ხედვა და კონცეფცია. თუმცა ზოგიერთი კომპანია ვერ იაზრებს საკუთარ მისიას, რადგან მისი ჩამოყალიბება და განსაზღვრა  საკმაოდ რთულია.


PMO ბიზნეს კონსალტინგი ეხმარება ბიზნეს წარმომადგენლებს ძირითადი ორგანიზაციული კონცეფციისა და მიზნების იდენტიფიცირებაში, ასევე მენეჯმენტთან ერთად სტრატეგიების შემუშავებასა და  მათ რეალიზებაში.



ორგანიზაციული სტრუქტურა 


ორგანიზაციული სტრუქტურა განსაზღვრავს, თუ როგორაა კომპანიაში როლები, ავტორიტეტები და პასუხისმგებლობები გადანაწილებული. ამის მიხედვით განისაზღვრება მენეჯმენტის განსხვავებულ დონეებს შორის ინფორმაციის გაცვლის წესი, დასაქმებულთა ოპტიმალური რაოდენობა და თანამშრომელთა საჭირო უნარ-ჩვევების გასაუმჯობესებლად გასატარებელი ღონისძიებები.


აუცილებელია კომპანიამ ორგანიზაციული სტრუქტურა თავისი მასშტაბის მიხედვით განსაზღვროს. თუმცა ამ მოსაზრების გამოთქმა უფრო მარტივია, ვიდრე მისი განხორციელება. ბევრი ბიზნეს წარმომადგენლისთვის სირთულეს წარმოადგენს მოქნილი ორგანიზაციული სტრუქტურის შექმნა. შესაბამისად რთული გასარჩევია, ვინ რა საქმეზეა პასუხისმგებელი, რა ევალება, რა ფუნქცია და ვალდებულება აკისრია. ეს  გაურკვეველობა  კი იწვევს დაბნეულობასა  და დასაქმებულთა აქტივობის შემცირებას.


PMO ბიზნეს კონსალტინგი, ზუსტი მიზნებისა და სტრატეგიების განსაზღვრით თავის კლიენტებს ეხმარება სწორი ორგანიზაციული სტრუქტურის განვითარებაში. ამის შემდეგ კი მათთვის ქმნის შედეგზე ორიენტირებულ სტრუქტურას. ისეთს, რომელიც გაზრდის შედეგიანობას. 



ბიზნეს პროცესების ოპტიმიზაცია 


ბიზნეს პროცესის ოპტიმიზაცია მიზნად ისახავს კომპანიაში არაეფექტურობის აღმოფხვრასა და ხარჯების შემცირებას. ამ მიმართულებით PMO ბიზნეს კონსალტინგს შეუძლია კლიენტების სურვილისამებრ კონკრეტული და ფართო სპექტრის საკითხების გადაწყვეტა ორივე სპეციფიკური მიმართულებით.


აღნიშნული ოპტიმიზაცია შეიძლება განსაკუთრებულად მომგებიანი გახდეს და მნიშვნელოვნად გაზარდოს ბიზნესის მწარმოებლურობა. თუმცა მისი პრაქტიკული განხორციელება სირთულეეებთან არის დაკავშირებული და მრავალი ბიზნესის  წარუმატებლობის მიზეზი ხდება.


PMO-ს შეუძლია კომპანიებს დახმარება გაუწიოს შედეგების ოპტიმიზაციაში ძირითადი ბიზნესპროცესების შეფასებისა და დეტალური ქმედების რუკის შექმნის გზით.



შედეგების გაზომვა 


შედეგების გაზომვა კომპანიის პროდუქციისა და ბიზნესპროცესების შეფასების ეტაპია. დასახული მიზნების პარალელურად მიღწეული პროგრესის გასაზომად საუკეთესო საშუალება ძირითადი შეფასების ინდიკატორების გამოყენებაა (KPI). KPI-ები საშუალებას იძლევა შეფასდეს კომპანიის მიმდინარე შედეგი და ასევე შესაძლებელს ხდის შედეგების გაზომვას უფრო ფართო, გრძელვადიან პერსპექტივაში. სტრატეგიული KPI-ები იძლევა საშუალებას დაკვირვება განხორციელდეს ორგანიზაციული სტრატეგიის განხორციელებასა და ეფექტიანობაზე, ასევე განსაზღვრავს სხვაობას დაგეგმილსა და მიღწეულ შედეგებს შორის,  საშუალებას იძლევა ორგანიზაციული ეფექტურობისა და ოპერაციული ეფექტიანობის შესაფასებლად.



კორპორატიული მართვა 


კორპორატიული მართვა მოიცავს სტრუქტურასა და ურთიერთკავშირებს, რომლებიც განსაზღვრავენ კორპორატიულ მიმართულებებსა და შედეგებს. ეფექტური კორპორატიული მმართველობა კომპანიის წარმატების მნიშვნელოვანი ფაქტორია. მის გარეშე კომპანიები ხშირად აწყდებიან ისეთ პრობლემებს, როგორებიცაა: სუსტი მმართველობა, შეუსაბამო სააღრიცხვო სისტემა, სუსტი სავაჭრო პოლიტიკა და ბაზრის მიმართ  ნაკლები მოქნილობა.


PMO ბიზნეს კონსალტინგში ჩვენ ვეხმარებით კლიენტებს მართვის, ადმინისტრირებისა და კონტროლის მექანიზმების დანერგვაში, რაც გრძელვადიანი წარმატების მიღწევაში ეხმარება მათ.