რაფიელ ერისთავის ქ. 16
(+99532) 2377307

ტურიზმი & მასპინძლობა

ტურიზმისა და მასპინძლობის სექტორი მსოფლიო მასშტაბით მზარდი ტენდენციით ხასიათდება. ტექნოლოგიური ინოვაციების ზრდამ და ავიაბილეთების ფასების შემცირებამ მოგზაურობა ბევრად მეტი ადამიანისთვის გახადა ხელმისაწვდომი.


საქართველოში ტურიზმის სექტორი სწრაფად იზრდება. 2016-დან 2018 წლამდე საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა 2 მილიონზე მეტი ადამიანით გაიზარდა. ბოლო სამი წლის მანძილზე ტურიზმის სექტორის ზრდის მაჩვენებელი 37,6%-ია. ამ გარემოების გათვალისწინებით, არსებითია, რომ ტურიზმის სექტორში ჩართული კომპანიები კონცენტრირდებიან ხარისხზე, რათა შეინარჩუნონ პოზიცია სწრაფად მზარდ სექტორში.


ტურიზმი გამოწვევებით გამორჩეული ინდუსტრიაა, იგი მაღალი კონკურენტუნარიანობით ხასიათდება და სწრაფი ეკონომიკური ცვლილების განმაპირობებელ ფაქტორს წარმოადგენს. ამგვარი გარემოს გასამკლავებლად მნიშვნელოვანია, კომპანიებმა შეიმუშაონ მომხმარებელთა სურვილებზე, ფინანსური რისკების მართვასა და მზარდ საკანონმდებლო მოთხოვნებზე მორგებული მიდგომები. 


PMO უზრუნველყოფს ბაზრის კვლევასა და ანალიზს, ასევე მომავალი საქმიანობის მიზანშეწონილობის კვლევას, ატარებს კომერციული საქმიანობის აუდიტს, ეხმარება კლიენტებს ორგანიზაციული პროცესების ეფექტურობის ოპტიმიზაციასა და რისკის მართვის ანგარიშების წარმოებაში. ეს მომსახურება მნიშვნელოვანია ნებისმიერი ბიზნესისათვის, რომელსაც სურს საქართველოს ტურიზმის სექტორში შემოსვლა ან ამ ბაზარზე სტაბილურობის შენარჩუნება.

სექტორული გამოცდილება