რაფიელ ერისთავის ქ. 16
(+99532) 2377307

ტექნოლოგიები & კომუნიკაცია

2018 წელს გლობალური ტექნოლოგიების ბაზრის მოცულობა წინა წელთან შედარებით, დაახლოებით 4.5 პროცენტით გაიზარდა და ღირებულებით, დაახლოებით 2.9 ტრილიონი აშშ დოლარი შეადგინა. მიუხედავად იმისა, რომ ეს მაჩვენებელი 2017 წლის 5.6%-იანი ზრდის მაჩვენებლის შემცირებაა, მომავალი წლების განმავლობაში ამ ბაზარზე კვლავ მოსალოდნელია ზრდა. არსებობს რამდენიმე ფაქტორი, რომლებიც გლობალური ტექნოლოგიების ბაზრის ზრდას განაპირობებს. კომპიუტერული და საკომუნიკაციო აღჭურვილობის, პროგრამული უზრუნველყოფის და ტექნოლოგიური კონსულტაციების ზრდამ და აგრეთვე, გარე კომპანიებზე მომსახურების გატანამ ამ ინდუსტრიის ზრდას შეუწყო ხელი. ბიზნეს ტექნოლოგიებს დიდი ყურადღება ეთმობა განვითარებული ეკონომიკის ქვეყნებში, კერძოდ, შეერთებულ შტატებში, სადაც ბიზნესის წარმომადგენლები თავდაჯერებულად ზრდიან შედეგებს, ისინი ძირითადად, კონცენტრირებულნი არიან შემოსავლების ზრდასა და, ამავდროულად, ხარჯების შემცირებაზე.


ბიზნესში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების როლის გაზრდის მიზნით საქართველოს მთავრობა მხარს უჭერს მრავალ ინიციატივას, რომლებიც თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას უწყობს ხელს როგორც ეროვნულ, ისე რეგიონულ დონეზე. ეს სტრატეგია ორიენტირებულია საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის განვითარებასა და ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და ინტერნეტის ხელმისაწვდომობის გაზრდაზე. ის განსაკუთრებით წაახალისებს ინვესტიციების განხორციელებას მწვანე ტექნოლოგიების მიმართულებით.


PMO-ს გუნდი თავის ექსპერტულ მომსახურებას კლიენტებს სთავაზობს როგორც კერძო, ასევე სახელმწიფო სექტორში. PMO შეიმუშავებს რჩევებს ბიზნეს პროცესების ოპტიმიზაციისთვის, რომელიც მიმართულია კორპორატიული სტრატეგიის იმგვარად მოდიფიცირებისკენ, რომ გაამარტივოს ბაზარზე ინტეგრაცია. PMO-მ ასევე წვლილი შეიტანა საქართველოს ინოვაციური და ტექნოლოგიური სააგენტოსთვის ბაზრის კვლევის მეთოდოლოგიის განვითარებაში. ეს მეთოდოლოგია ფუნდამენტური მნიშვნელობისაა ამ სექტორის სამომავლოდ განვითარებისთვის.

სექტორული გამოცდილება