ილია ჭავჭავაძის გამზირი 33ე
(+995) 511163307

ბიზნეს კონსულტაცია

ჩვენი საკონსულტაციო მომსახურების სპექტრი მოიცავს ბაზრის კვლევასა და ანალიზს, ორგანიზაციულ განვითარებას, ბაზარზე შესვლისა და ბაზრის ათვისების მექანიზმების შემუშავებას, ადამიანური რესურსების მართვას, მარკეტინგისა და პროდუქტის განვითარების მიმართულებას, ასევე ფინანსურ და რისკის მენეჯმენტს. ჩვენ შემუშავებული გვაქვს კლიენტების საჭიროებებისა და მოთხოვნილებების შეფასების ინდივიდუალური მიდგომა. ნებისმიერი საქმიანობა ჩვენი გუნდის მიერ მაღალი პასუხისმგებლობით ხორციელდება და შესაბამისად ჩვენი ყოველი პროექტი შესრულების მაღალი ხარისხით გამოირჩევა.

ჩვენს გუნდს მნიშვნელოვანი გამოცდილება აქვს განსხვავებული სექტორებისთვის მრავალმხრივი მომსახურების გაწევისა და  პროექტების განხორციელების კუთხით. ჩვენ მიერ განხორცილებულია როგორც მცირე, ისე ფართომასშტაბიანი პროექტები ადგილობრივი და უცხოური კომპანიებისთვის, სახელწიფო და კერძო სტრუქტურებისთვის, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის.


2011 წლიდან PMO ბიზნეს კონსალტინგმა წარმატებით განახორციელა 100-ზე მეტი, სხვადასხვა მიმართულების მქონე პროექტი.