ილია ჭავჭავაძის გამზირი 33ე
(+995) 511163307
კლიენტი:
ბანკი კონსტანტა
პროექტი:
პროექტის მართვის უნარების განვითარება კომერციულ ბანკში
თარიღი:
დეკ 2012 / თებ 2013

პროექტის მართვის უნარების განვითარება კომერციულ ბანკში


2012 წლის სექტემბერში კონსტანტა ბანკმა შეასრულა სტრატეგიული დაგეგმარების პროექტი, შემუშავდა სტრატეგიული გეგმა სხვადასხვა დეპარტამენტებისთვის. პროექტის მიმდინარეობისას მოხდა დეპარტამენტების დონეზე პროექტის მართვის უნარ-ჩვევების ამაღლება. პირველ ეტაპზე მოხდა ორგანიზაციის სტრატეგიის დეტალებზე დაკვირვება ორგანიზაციის შესაძლებლობების შესაფასებლად. შედეგად გამოვლინდა ხარვეზები, რომლებიც ხელს უშლიდნენ სტრატეგიული გეგმის განხორციელებას. დასკვნების საფუძველზე შემუშავდა პროექტის მართვის ტრენინგების მოდული ორგანიზაციის თანამშრომლების გადასამზადებლად, ასევე, ორგანიზაციაში შეიქმნა პროექტის მართვის სტანდარტები. თანამშრომლებს დახმარება გაეწია პროექტების მართვაში. პროექტის დასკვნით ეტაპზე, სამი თვის განმავლობაში კონსულტანტთა გუნდი  მეთვალყურეობას უწევდა გეგმის შესრულების პროცესს, ტარდებოდა ყოველკვირეული შეხვედრები ბანკის წარმომადგენლებთან პროექტების მართვაში დახმარების მიზნით.


ბანკი „კონსტანტა“ საქართველოში ლიდერი მიკროსაფინანსო ბანკი იყო. საქართველოს 19 რეგიონში დასაქმებული 500 ადამიანით ბანკი კონსტანტა სთავაზობდა მაღალი ხარისხის ფინანსურ მომსახურებას. „კრედო“ „თიბისი“ ბანკს შეერწყა 2015 წელს.

მსგავსი პროექტები

1 2 3 4 5 6 7 8