ფინანსური აუდიტი
პროექტის მიზანი იყო აღნიშნული ორგანიზაციის ფინანსური ანგარიშების აუდიტის ჩატარება. კავკასიურ სახლს ოთხი წლის განმავლობაში, 2013-დან 2016 წლამდე, სრული ფინანსური აუდიტი ჩაუატარდა. აუდიტი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად შესრულდა. რაც გულისხმობს ფინანსური ანგარიშების საერთაშორისო ფინანსური აღრიცხვის პრინციპების შესაბამისად, მომზადებასა და ორგანიზაციის ფინანსური მდგომარეობის ობიექტურ ანალიზს.
კავკასიური სახლი საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციაა. მისი მისიაა კავკასიის მშვიდობიანი განვითარებისა და კულტურული ინტეგრაციისთვის იდეოლოგიური და ინტელექტუალური საფუძვლების მომზადება.
ორგანიზაციული სტრატეგიის შემუშავება და ორგანიზაციული სტრუქტურის გაუმჯობესება
საბაზრო ფასების შესახებ ინფორმაციის საჭიროებისა და გავრცელების არხების კვლევა რძისა და ხორცპროდუქტების სექტორში
ბორჯომ ხარაგაულისა და ჯავახეთის დაცული ტერიტორიებისთვის შემოსავლის მომტანი პროექტების იდენტიფიცირება, შეფასება და ტექნიკურ-ეკონომიკური მიზანშეწონილობის კვლევა
საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციების ინსტიტუციური და ადამიანური შესაძლებლობების განვითარების საჭიროებების შეფასება და სამოქმედო გეგმა