PMO-მ, CIVITTA-სთან და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან (WHO) თანამშრომლობით, მონაწილეობა მიიღო რეგიონული პროექტის განხორციელებაში, რომელიც მიზნად ისახავდა შეეფასებინა ციფრული ტექნოლოგიების გავლენა, ადგილობრივ დონეზე პანდემიის ეფექტურად მართვასთან მიმართებაში. პროექტის ფარგლებში კვლევა განხორცილდა, აღმოსავლეთ პარტნიორობისა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებში. PMO პასუხისმგებელი იყო აპლიკაციის ქვეყნის დონეზე ანალიზისა და ამ აპლიკაციის შეფასებაზე იმის დასადგენად, თუ რამდენად წარმატებული იყო ის პანდემიასთან ბრძოლაში. კვლევის ფარგლებში სიღრმისეული ინტერვიუები განხორციელდა სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეებთან, საჯარო, სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან. მათ მიერ მოწოდებული და სამაგიდო კვლევის შედეგად მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, შეფასდა ციფრული ტექნოლოგიების გავლენა საქართველოს მთავრობის უნარზე ეფექტიანად ემართა პანდემია. კვლევის შედეგებზე დაყრდნობით მოხდა არსებული სიტუაციის სიღრმისეული შეფასება და შემუშავებულ იქნა რეკომენდაციები, რომელთა გათვალისწინებითაც მომავალში შესაძლებელი გახდება მსგავსი ტიპის ციფრული აპლიკაციების მეტად წარმატებით დანერგვა და გამოყენება საქართველოში.
კომერციული ბანკის ადამიანური რესურსების მართვის მხარდაჭერა PREDICTIVE INDEX სისტემის საშუალებით
ორგანიზაციული ეფექტიანობის გაზრდა ბიზნესპროცესების ოპტიმიზაციის საშუალებით
ბიომასის წარმოებისა და გამოყენების ხელშეწყობა საქართველოში
ორგანიზაციული სტრატეგიის შემუშავება და ორგანიზაციული სტრუქტურის გაუმჯობესება
პროდუქტისა და მომსახურების სტრატეგიისა და შეფასების ძირითადი ინდიკატორების (KPI) შემუშავება
შეფასების ძირითადი ინდიკატორების შემუშავება