ილია ჭავჭავაძის გამზირი 33ე
(+995) 511163307
კლიენტი:
ა.ა.ი.პ გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრი
სპონსორი:
გაერო
პროექტი:
კვლევა შრომის ბაზრის და ზრდის პოტენციალის მქონე ეკონომიკური სექტორების იდენტიფიცირების მიზნით
თარიღი:
დეკ 2020 / თებ 2021

კვლევა შრომის ბაზრის და ზრდის პოტენციალის მქონე ეკონომიკური სექტორების იდენტიფიცირების მიზნით


საკონსულტაციო ორგანიზაცია PMO Business Consulting-ს მიერ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამის-"უნარები დასაქმებისა და თანამშრომლობისთვის - პერსპექტივები საქართველოს რეგიონებისთვის" ფარგლებში, ა.ა.ი.პ "გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრის" -თვის განახორციელა კვლევა „შრომის ბაზრისა და ზრდის პოტენციალის მქონე ეკონომიკური სექტორების იდენტიფიცირების მიზნით“.
კვლევის მიზანს წარმოადგენს შრომის ბაზრის საჭიროებებისა და ზრდის პოტენციალის მქონე ეკონომიკური სექტორების იდენტიფიცირება, შრომის ბაზარზე არსებული მოთხოვნებისა და საჭიროებების შეფასება, ასევე პროექტის სამიზნე მოწყვლადი ჯგუფებისათვის (ახალგაზრდები, რომლებიც ეკონომიკური სიდუხჭირის გამო ვერ შეძლეს უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გაგრძელება, განათლების მიღმა მყოფი ახალგაზრდები, ქალები-ეკონომიკური და სოციალური სირთულეების წინაშე მდგომი, დაბალ შემოსავლიანი ოჯახები) საგანმანათლებლო და დასაქმების პროგრამების იდენტიფიცირება, რომელიც ხელს შეუწყობს მათ დასაქმებასა და ეკონომიკურ გაძლიერებას.
კვლევა მიმდინარეობდა საქართველოს 9 მუნიციპალიტეტში: ქობულეთის, ქედის, ბათუმის, ოზურგეთის, ლანჩხუთის, ჩოხატაურის, წალენჯიხის, სენაკისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტებში.
კვლევის შედეგად, შეფასდა სამიზნე რეგიონებში შრომის ბაზარზე არსებული ზოგადი სიტუაცია, კერძო და საჯარო სექტორში დასაქმების შესაძლებლობები, პოტენციური დამსაქმებლის მიერ დაწესებული საკვალიფიკაციო მოთხოვნები და მოლოდინები, ასევე მოხდა იმ საგანმანათლებლო მიმართულებების იდენტიფიცირება, რომელიც ხელს შეუწყობს პროექტის "უნარები დასაქმებისა და თანამშრომლობისთვის - პერსპექტივები საქართველოს რეგიონებისთვის"-ს ბენეფიციართა დასაქმება/თვითდასაქმებას და მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას.

მსგავსი პროექტები

1 2 3 4 5 6 7 8