ილია ჭავჭავაძის გამზირი 33ე
(+995) 511163307
კლიენტი:
ფუდმარტი/შპარი
სპონსორი:
Netherlands Development Finance Company (FMO)
პროექტი:
კომერციული საქმიანობის სიღრმისეული ანალიზი
თარიღი:
იან 2015 / მარ 2015

კომერციული საქმიანობის სიღრმისეული ანალიზი


საკონსულტაციო პროექტის მიზანი იყო ნიდერლანდების განვითარების საფინანსო კომპანიის დახმარება სასურსათო მაღაზიების ქსელის „ფუდმარტის“ რებრენდინგის პოტენციალის შეფასებაში. პროექტის ფარგლებში გაანალიზდა საქართველოში არსებული სასურსათო საცალო ქსელის ბაზარზე არსებული შესაძლებლობები და გამოწვევები, ბაზრის ძირითადი მოთამაშეები და მათი სტრატეგია. ასევე, შეფასდა „ფუდმარტიის“ მენეჯმენტის ხედვა, სამოქმედო გეგმა და არსებული რესურსი რებრენდინგის განხორციელებისთვის. ჩატარდა სასურსათო საცალო ვაჭრობის ტრადიციული და თანამედროვე ბაზრების დეტალური კვლევა. მათ შორის, ფასწარმოქმნის, პროდუქციის მიწოდების ჯაჭვის, რეგულაციების, ბაზრის ძირითადი რისკების ანალიზი. პროექტის შედეგების საფუძველზე FMO-მ მიიღო საინვესტიციო გადაწყვეტილება.


საცალო სავაჭრო ქსელი „ფუდმარტი/სპარი“ დაარსდა 2013 წელს. ბრენდი თვის განმავლობაში საქართველოს მასშტაბით არსებულ 104 ფილიალში 1 მილიონზე მეტ ადამიანს ემსახურება. 

მსგავსი პროექტები

1 2 3 4 5 6 7 8