ბიზნეს გეგმის შემუშავება
LGB საქმიანობა უკავშირდება ბოსტნეულის გადამუშავებას და სასაწყობო მეურნეობას. აღნიშნული პროექტის მიზანი იყო ბიზნეს გეგმის შემუშავება, რომელიც მოიცავდა ბოსტნეულის ბაზრის ანალიზს, მარკეტინგული და საინვესტიციო გეგმების შედგენას და ფინანსურ პროგნოზებს.
პროექტის ფარგლებში კონსულტანტები მჭიდროდ თანამშრომლობდნენ სოფლის მეურნეობის ექსპერტებთან, რათა კომპანიისთვის შექმნილიყო სათანადო ბიზნეს მოდელი და დადგენილიყო გამოსაყენებელი მიწის ნაკვეთის და სასაწყობო მეურნეობის ოპტიმალური ზომა. აღნიშნული ცვლადების ერთობლიობით მოხდა წმინდა დისკონტური ღირებულების (NPV) ოპტიმიზაცია, რენტაბელობის შიდა ნორმის (IRR) და პროექტის სხვა მნიშვნელოვანი ინდიკატორების გაუმჯობესება.
საქართველოს შემოსავლების სამსახურისთვის სტრატეგიული დაგეგმვისა და შესრულებაზე დაფუძნებული მართვის პროცესის მიმოხილვა
აზერბაიჯანისა და საქართველოს საზღვრისპირა რეგიონებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის შესაძლებლობების შესწავლა
ბიზნეს სექტორის მიმღებლობის კვლევა საქართველოს წიაღისეულის სექტორში
მაჭახელას და მტირალას ეროვნული პარკებიდან შემოსავლების მიღების პროექტების მიზანშეწონილობის კვლევა და სტრატეგიის შემუშავება
რეგულირების გავლენის შეფასება
PR საკომუნიკაციო სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება