USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის გახსნითი ღონისძება
PMO-მ ორგანიზება გაუკეთა USAID/საქართველო სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის გახსნით ღონისძიებას გუდიაშვილის მოედანზე. ორგანიზება ითვალისწინებდა როგორც ლოჯისტიკურ ნაწილს, ისე სხვა საორგანიზაციო ელემენტებს. პროგრამა დაეხმარება ახალ სამოქალაქო აქტორებს და არსებულ სამოქალაქო ორგანიზაციებს შესაძლებლობების განვითარებაში, ლეგიტიმაციისა და ნდობის გაზრდაში, რათა მათ ეფექტიანად წარმოადგინონ მოქალაქეთა ინტერესები. პროგრამა განხორციელდება ხუთი წლის განმავლობაში და მხარს დაუჭერს როგორც ფორმალურ, ისე არაფორმალურ სამოქალაქო ჯგუფებსა და ორგანიზაციებს მოქალაქეების საჭიროებების გამოვლენაში და ამ საჭიროებების მოგვარებაში, სხვა სექტორის წარმომადგენლებთან თანამშრომლობაში და დაფინანსების მრავალფეროვანი წყაროების მოპოვებაში.
პროგრამას ახორცილებს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI) საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებთან პარტნიორობით: CANVAS, ZINC Network, არასამეწარმეო სამართლის საერთაშორისო ცენტრი (ICNL), სათემო ფონდების ევროპული ინიციატივა (ECFI), ორბელიანი საქართველო, ტრეინინგისა და კონსულტაციის ცენტრი (CTC) და გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი (GNGC). ეს ორგანიზაციები დაეხმარებიან EWMI-ს სასწავლო/ტექნიკური დახმარების ინიციატივების განხორციელებაში, სამოქალაქო ჩართულობის ინოვაციური მექანიზმების დანერგვაში და სამოქალაქო აქტორებისათვის დაფინანსების ახალი წყაროების მოძიებაში დაეხმარებიან.
ადამიანური რესურსების მართვის სისტემების მოდერნიზაცია სოფლის განვითარების სააგენტოსთვის
პროექტის საბიოლოო შეფასება „მუნიციპალური მომსახურების ხარისხის შეფასების ინსტრუმენტი (MUSQAT)“
სამეგრელო ზემო სვანეთის რეგიონის ყველის, მუხურის თაფლისა და ცაიშის სასათბურე მეურნეობების კლასტერების კვლევა
ბიზნეს მხარდაჭერის სერვისის შექმნა საქართველოში, მცირე და საშუალო ზომის ღვინის საწარმოებისთვის
ტრენინგ კონცეფციის შემუშავება სოფლად მცხოვრები მიკრო და მცირე მეწარმეებისთვის
ორგანიზაციული განვითარების მხარდამჭერი პროექტი
აღმასრულებელი მრგვალი მაგიდის სესიები თანამშრომლების მუშაობის შეფასების სისტემის მოდელირებაზე
კვლევა სოფლის მეურნეობისა და წარმოების სექტორებში მცირე და საშუალო საწარმოებისთვის შესაბამისი ტექნოლოგიების კომერციალიზაციის შესაძლებლობების გამოსავლენად