ილია ჭავჭავაძის გამზირი 33ე
(+995) 511163307
კლიენტი:
სოფლის განვითარების სააგენტო
სპონსორი:
USAID HICD Activity
პროექტი:
ადამიანური რესურსების მართვის სისტემების მოდერნიზაცია სოფლის განვითარების სააგენტოსთვის
თარიღი:
ოქტ 2021 / მარ 2022

ადამიანური რესურსების მართვის სისტემების მოდერნიზაცია სოფლის განვითარების სააგენტოსთვის


საკონსულტაციო კომპანია PMO-მ, USAID-ის HICD პროგრამის ფარგლებში განახორციელა სოფლის განვითარების სააგენტოს ადამიანური რესურსების მართვის სისტემების მოდერნიზაციის პროექტი. პროექტის მიზანს წარმოადგენდა სააგენტოს HR პოლიტიკისა და პროცედურების თანხვედრაში მოყვანა ორგანიზაციულ მიზნებთან და ევროკავშრის IPARD-ის ჩარჩო სტანდარტებთან, რაც საბოლოო ჯამში ხელს შეუწყობს სოფლის განვითარების სააგენტოს ევროკავშირის გადამხდელ სააგენტოს ანალოგად ტრანსფორმაციის პროცესს და გაზრდის წვდომას ევროკავშირის სოფლის განვითარების პროგრამების ფარგლებში გამოყოფილ ფონდებთან.

პროექტის ფარგლებში, PMO-ს გუნდმა განახორციელა HR სისტემების დიაგნოსტიკა და მოამზადა/განაახლა შიდა პოლიტიკისა და პროცედურული დოკუმენტები, მათ შორის თანამშრომლების შეფასების სქემები, ტრენინგების საჭიროებების შეფასების მეთოდოლოგია, რომლის პილოტირების საფუძველზე მომზადდა ორგანიზაციული სწავლების გეგმა. ამასთანავე, პროექტის ფარგლებში, სააგენტოს HR დეპარტამენტის თანამშრომლებისთვის განხორციელდა ტრენინგები, ადამიანური რესურსების მართვის თანამედროვე მიდგომებისა და ინსტრუმენტების შესახებ.

მსგავსი პროექტები

1 2 3 4 5 6 7 8