ილია ჭავჭავაძის გამზირი 33ე
(+995) 511163307
პროექტი:
ტრენინგ კონცეფციის შემუშავება სოფლად მცხოვრები მიკრო და მცირე მეწარმეებისთვის
თარიღი:
ოქტ 2022 / ოქტ 2022

ტრენინგ კონცეფციის შემუშავება სოფლად მცხოვრები მიკრო და მცირე მეწარმეებისთვის


PMO-ს კონულტანტთა ჯგუფმა გერმანული Sparkassenstiftung-ის დაკვეთით შეიმუშავა ტრეინინგ კონცეფციები სამიზნე მიკრო და მცირე მეწარმეებისთვის. პროექტის ფარგლებში შესწავლილ და გაანალიზებულ იქნა  არსებული ტრენინგების საჭიროებების კვლევის (TNA) დოკუმენტები. რის საფუძველზეც, შედგა კონსულტაციები სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეებთან, მათ შორის სახელმწიფო უწყებებთან, ასოციაციებთან და კომერციული სერვისის მიმწოდებელ ორგანიზაციებთან, რომლებსაც პოტენციურად აქვთ საშულება მიკრო და მცირე მეწარმეების შესაძლებლობების გაძლიერებისა და მათზე მორგებული სასწავლო კურსების, ვორქშოფების განხორცილებისთვის. საერთო ჯამში, 25 ინტერვიუ ჩატარდა სამთავრობო უწყებების წარმომადგენლებთან, რომლებიც ახორციელებენ სოფლის მეურნეობის პოლიტიკის დაგეგმვასა და სოფლის განვითარების სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამებს, ასევე საგანმანათლებლო დაწესებულებებს, რომლებსაც აქვთ პირდაპირი გამოცდილება სხვადასხვა მიმართულებით სასწავლო მოდულების შემუშავებასა და მიწოდებაში. შეგროვებული მონაცემები გამოყენებული იქნა შესაბამისი თემების იდენტიფიცირებისთვის საჭირო ტრენინგის მოდულების კონცეფციის შემუშავებისა და სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობების გამოსავლენად პოტენციურ სერვისის მიმწოდებლეთან და სტრატეგიულ პარტნიორებთან, რომლებიც ჩართულნი არიან მიკრო და მცირე მეწარმეებისთვის სასწავლო კურსების მიწოდებაში.

მსგავსი პროექტები

1 2 3 4 5 6 7 8