ილია ჭავჭავაძის გამზირი 33ე
(+995) 511163307
კლიენტი:
Center for International Private Enterprises (CIPE)
პროექტი:
National Survey of Business Associations, Business Support Organizations, and Regional Businesses in Georgia
თარიღი:
ნოე 2022 / აპრ 2023

საქართველოში ბიზნეს ასოციაციების, ბიზნესის მხარდამჭერი ორგანიზაციებისა და რეგიონული ბიზნესების საჭიროებების კვლევა 

PMO-მ განახორციელა კვლევა, რომელიც მიზნად ისახავდა  საქართველოში ბიზნეს ასოციაციების, ბიზნესის მხარდამჭერი ორგანიზაციებისა და რეგიონული ბიზნესების საჭიროებების შეფასებას. პროექტის მთავარი მიზანი იყო კერძო სექტორში არსებული მდგომარეობისა და რეგიონული  მცირე და საშუალო ბიზნესის პირველადი საჭიროებების სრულყოფილი შესწავლა.

PMO-ს  გუნდმა კვლევის შედეგად გამოავლინა ბიზნესის მხარდამჭერი სერვისებისა და ბიზნეს ასოციაციების საჭიროებები და ხარვეზები, მათ შორის როგორიცაა რეგიონულ დონეზე სექტორული ასოციაციების არასაკმარისი წარმომადგენლობითობა, რეგიონული მცირე და საშუალო ბიზნესების ინფორმირებულობის ნაკლებობა და დამატებითი სერვისების მიღების საჭიროება. პროექტის მიზნებიდან გამომდინარე PMO-ს გუნდმა შეაგროვა და გაანალიზა მონაცემები კვლევის რაოდენობრივი და თვისებრივი მეთოდების გამოყენებით, რაც მოიცავდა სამაგიდე კვლევას, ფოკუს-ჯგუფ დისკუსიებს და ჩაღრმავებულ ინტერვიუებს მთელი საქართველოს მასშტაბით.

მსგავსი პროექტები

1 2 3 4 5 6 7 8