ილია ჭავჭავაძის გამზირი 33ე
(+995) 511163307
კლიენტი:
აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID)
პროექტი:
Cost-benefit Analysis (CBA) of Economic Reforms on Tourism Legal Framework
თარიღი:
დეკ 2022 / ივნ 2023

ეკონომიკური რეფორმების ხარჯ-სარგებლიანობის ანალიზი (CBA) ტურიზმის საკანონმდებლო ჩარჩოს შესახებ

PMO-მ მოამზადა ეკონომიკური რეფორმების ხარჯ-სარგებლიანობის ანალიზი (CBA) საქართველოს ტურიზმის საკანონმდებლო ჩარჩოს შესახებ. ხარჯ-სარგებლიანობის ანალიზი განხორციელდა შერეული კვლევის მეთოდების გამოყენებით. აღნიშნული მოიცავდა, როგორც სექტორული ინდიკატორების შესახებ მეორეული მონაცემების დამუშავებას, ასევე დაინტერესებულ მხარეებთან კონსულტაციებსა და გამოკითხვას.

წარმოდგენილი პროექტი მიზნად ისახავდა პოლიტიკის შემქმნელების აღჭურვას მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინფორმაციით მოსალოდნელი საკანონმდებლო და რეგულაციების ცვლილებების ზემოქმედების შესახებ. ასევე, ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღების ხელშეწყობას სხვადასხვა სფეროს პოლიტიკის, კანონებისა და რეგულაციების შესახებ.

ხარჯ-სარგებლიანობის ანალიზი (CBA) ტურიზმის საკანონმდებლო ჩარჩოს შესახებ USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის ფარგლებში განხორციელდა.

მსგავსი პროექტები

1 2 3 4 5 6 7 8